კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:51

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ამ მეცადინეობაზე გრძელდება ახალი ზმნების გაცნობა. ძირითადად აქაც ორსიტყვიანი წინადადებებია შერჩეული ეს წინადადებებია: კაცი მკის. ლია ხტის, გია სვამს.
პირველ პროცედურაში ბავშვებს საგნების მოქმედებებზე გაამახვილებინებთ ყურადღებას.

პედაგოგი პატარებს  რიგრიგობით უჩვენებს გამოსახულებებს და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის  გვერდზე) გამოსახული? რადგან ბავშვებისათვის მკის პროცესი უცნობია, პედაგოგს დასჭირდება განმარტების მიცემა. წარმოდგენილი ფერწერული სურათის რეპროდუქცია კი საშუალებას მისცემს მათ იმუშაონ სამსიტყვიან  წინადადებაზეც: „კაცი მკის“ და „ორი კაცი მკის“.

ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ აუცილებლად ამეორებინებს ამ ორსიტყვიან წინადადებებს ჯგუფურად.

ბიჭი სვამს კაცი მკის გოგო ხტის


აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე.

ამ სურათზე - „კაცი მკის“, მეორეზე - „ლია ხტის“, მესამეზე კი - „გია  სვამს“.

აქედან გამომდინარე, რა ეწერება ქვემოთ? (ბავშვები წარმოთქვამენ შესაბამის წინადადებებს).

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების  შემდეგ პედაგოგი ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია სურათები სხვადასხვა მოქმედებებით: „კაცი მკის“, „ლია ხტის“, „გია  სვამს“. ნახატების ქვემოთ კი დევს შესაბამისი წარწერები.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებლის მიერ აუცილებლად ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ