კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:23

ნახატისა და ნაწერის გარჩევა


ამ მეცადინეობაზე ბავშვები შეისწავლიან სიტყვების შემდეგ დახატულ და წერით გამოსახულებებს: ბაყაყი, ჩოჩორი, პეპელა და შოშია.

პროცედურაც ნაცნობი მეთოდით წარიმართება:

პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ცხოველის, ფრინველის, მწერისა და ამფიბიას სურათებს, სათითაოდ განიხილავს თითოეულ მათგანს მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით; გააანალიზებს სურათსა და ნაწერ გამოსახულებებს, ავარჯიშებს ბავშვებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

ბაყაყი ჩოჩორი პეპელა შოშია
ბაყაყი ჩოჩორი პეპელა შოშია

აქ რა ხატია? - მიუთითებს ისევ პედაგოგი სურათებზე, - რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ბაყაყის, ჩოჩორის, შოშიასა და პეპლის გამოსახულებები. ნახატების ქვემოთ კი, შესაბამისად, მათი წერილობითი ტექსტები.

ტექსტისა და ნახატის უკეთ შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებლის მიერ ჩატარდება ექვსივე  პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ