კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:31

ნახატისა და ნაწერის გარჩევა


ამ მეცადინეობაზე ბავშვები შეისწავლიან სიტყვების შემდეგ დახატულ და წერით გამოსახულებებს: ხოხობი, კაკაბი, დედალი, მამალი, წიწილა.

პროცედურაც ნაცნობი მეთოდით  წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ამ შინაური და გარეული ფრინველების სურათებს, სათითაოდ განიხილავს თითოეულ მათგანს მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით; გააანალიზებს სურათსა და ნაწერ გამოსახულებებს და ავარჯიშებს  ბავშვებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.

დედალი კაკაბი მამალი წიწილა ხოხობი
დედალი კაკაბი მამალი წიწილა ხოხობი

აქ რა ხატია? - მიუთითებს ისევ პედაგოგი სურათებზე, - რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ხოხობის, კაკაბის, დედლის, მამლისა და წიწილას გამოსახულებები. ნახატების ქვემოთ კი, შესაბამისად, მათი წერილობითი ხატები.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების  მიზნით, ბუნებრივია მასწავლებლის მიერ ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ