კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:15


ნახატისა და ნაწერის გარჩევა

იწყება VI ეტაპი მრავალმარცვლოვანი სიტყვების წაკითხვით. ამ მეცადინეობაზე ბავშვები შეისწავლიან სიტყვების შემდეგ წერით და დახატულ გამოსახულებებს: ჰიმნი, ჰამაკი, ჰაერი. პროცედურაც ნაცნობი მეთოდით წარიმართება:

პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ჰამაკის სურათს, აუხსნის, რომ იგი ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდებელი საწოლია. შემდეგ ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოზე (ან  წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

ძალიან რთულია ჰაერის ნახატის ჩვენება და მისი აღქმა ბავშვებისათვის. ამიტომ აქ შეიძლება ნახატის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება მათთვის. ერთ-ერთი შეიძლება იყოს პეიზაჟი, სადაც მხატვრის მიერ გადმოცემულია ჰაერის გამჭვირვალობის მშვენიერი ნიმუში, ან დედამიწაზე  ჰაერის მოძრაობის სქემა...

ჰიმნი წარედგინება ჰიმნის ტექსტისა და საქართველოს გერბის დახმარებით.

ჰამაკი ჰიმნი ჰაერი
ჰამაკი ჰიმნი ჰაერი

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ  პედაგოგი  ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ჰიმნის, ჰამაკისა და ჰაერის პირობითი გამოსახულებანი. ნახატების ქვემოთ კი, შესაბამისად, მათი წერილობითი ტექსტები.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, ბუნებრივია მასწავლებლის მიერ აქაც ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ