ნახატისა და ნაწერის გარჩევა
ამ მეცადინეობაზე ყოფაცხოვრებიდან აღებული სიტყვები შემოდის შესასწავლად. ეს სიტყვებია: პური, ჩაი, ფაფა, ვაშლი, ყველი და წყალი.
პროცედურა ნაცნობი მეთოდით წარიმართება.
პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით უჩვენებს პურის, ჩაის, ფაფის, ვაშლის, ყველისა და წყლის გამოსახულებებს და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული? ბავშვებისათვის რთული არ იქნება მათი გამოცნობა და დასახელება.
პური | წყალი |
ყველი | ვაშლი |
ჩაი | ფაფა |
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. აქედან გამომდინარე რა ეწერება ქვემოთ?
საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის:
დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: პურის, ჩაი, ფაფის, ვაშლის, ყველის, წყლის გამოსახულება, მათ ქვემოთ კი წერია სიტყვები: პური, ჩაი, ფაფა, ვაშლი, ყველი და წყალი.
ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებლის მიერ აუცილებლად ჩატარდება ექვსივე პროცედურა.