კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 00:03

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ამ მეცადინეობაზე პატარები შეისწავლიან ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი.

პროცედურა იგივე მეთოდით წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით უჩვენებს ქალის, კაცის, გოგონასა და ბიჭის გამოსახულებებს და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

პედაგოგი სვამს  შეკითხვას, თან ბავშვებს ეხმარება თითოეული სურათის გამოცნობასა და დასახელებაში, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს ისინი მისმა შეკითხვამ.

კონკრეტული პიროვნებების გამოსახულებანი უნდა დავიყვანოთ ზოგად მცნებებამდე: არა მასწავლებელი, დეიდა ან დედა, არამედ ზოგადად ქალი (კაცი, გოგო და ბიჭი).

კაცი ქალი ბიჭი გოგო
კაცი ქალი ბიჭი გოგო

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი  ასკვნის:

დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ქალის, კაცის, გოგოსა და ბიჭის გამოსახულებები, მათ ქვემოთ კი წერია სიტყვები: ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებლის მიერ აუცილებლად ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ