კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:57

ნახატისა  და  ნაწერის  გარჩევა

ოცდამეთერთმეტე მეცადინეობიდან იწყება V ეტაპი ბავშვებისათვის ნაცნობი გარემოდან აღებული სიტყვების წაკითხვით. ეს სიტყვებია: დედა, მამა, ბაბუა, ბებო, და, ძმა.

პროცედურა უკვე ნაცნობი, აპრობირებული მეთოდით  წარიმართება.

პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით უჩვენებს დედის,  მამის, პაპის, ბებოს, დისა და ძმის გამოსახულებებს და ეკითხება მათ, თუ რა არის  მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

პედაგოგი სვამს შეკითხვას, თან ბავშვებს ეხმარება თითოეული სურათის გამოცნობასა და დასახელებაში, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს ისინი მისმა შეკითხვამ.

კონკრეტული პიროვნებების გამოსახულებანი უნდა დავიყვანოთ ზოგად მცნებებამდე: არა მისი, არამედ ზოგადად დედა, მამა და ა. შ.

დედა მამა ბებია ბაბუა
დედა მამა ბებია ბაბუა
  და ძმა  
  და ძმა  

აქ  რა  ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის:

დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: დედის, მამის, ბაბუის, ბებოს, დისა და ძმის გამოსახულებები, მათ ქვემოთ  კი წერია სიტყვები: დედა, მამა, ბაბუა, ბებო, და, ძმა.

ტექსტის  შესწავლისა და განმტკიცების  მიზნით, მასწავლებლის მიერ აუცილებლად ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ