კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:55

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ამ მეცადინეობაზე ბავშვები შეისწავლიან სიტყვების შემდეგ წერით და დახატულ გამოსახულებებს: ენა, ყელი, თითი, თითები, ცხვირი, მუხლი.

პროცედურაც ნაცნობი მეთოდით წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით  უჩვენებს თითოეული მათგანის გამოსახულებას და ეკითხება მათ, თუ რა  არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

პედაგოგი სვამს შეკითხვებს, თან ბავშვებს ეხმარება თითოეული სურათის გამოცნობასა და დასახელებაში; შემდეგ კი მისი წერილობითი გამოსახულების დადგენასა და დამახსოვრებაში.

ენა ყელი თითი თითები
ენა ყელი თითი თითები
  ცხვირი მუხლი  
  ცხვირი მუხლი  

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ენის, ყელის, თითის, თითების, ცხვირისა და მუხლის სურათები. ნახატების ქვემოთ კი, შესაბამისად, მათი წერილობითი გამოსახულებანი.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, ბუნებრივია მასწავლებლის მიერ აქაც ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ