კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 00:33

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ამ მეცადინეობაზე ბავშვები შეისწავლიან სიტყვების შემდეგ წერით და დახატულ გამოსახულებებს: ყური, ყურები, თვალი, თვალები, ხელი (რომელიც უკვე შეისწავლეს), ხელები, ფეხი (შესწავლილი სიტყვა), ფეხები და ტანი.

პროცედურა უკვე ნაცნობი  მეთოდით წარიმართება:

პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით  უჩვენებს თითოეული მათგანის გამოსახულებას და ეკითხება მათ, თუ რა  არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

პედაგოგი სვამს შეკითხვებს,  თან ბავშვებს ეხმარება თითოეული სურათის არა მარტო გამოცნობასა და დასახელებაში, არამედ მისი წერილობითი გამოსახულების დადგენასა და დამახსოვრებაშიც.

ყური ყურები თვალი თვალები ტანი

ყური ყურები თვალი თვალები ტანი

ხელი ხელები ფეხი ფეხები
ხელი ხელები ფეხი ფეხები

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის:

დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: ყურის, ყურების, თვალის, თვალების, ხელის, ხელების, ფეხის, ფეხებისა და ტანის სურათები. ნახატების ქვემოთ კი, შესაბამისად, მათი წერითი გამოსახულებანი.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებლის მიერ აქაც ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ