კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:38

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ოცდამეშვიდე მეცადინეობიდან იწყება IV ეტაპი, ბავშვებისათვის ნაცნობი გარემოდან აღებული სიტყვების წაკითხვით.

ეს სიტყვებია: თავი, თმა, სახე, ხელი და ფეხი.

პროცედურა უკვე ნაცნობი და აპრობირებული მეთოდით წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით უჩვენებს თავის, თმის, სახის, ხელისა და ფეხის  გამოსახულებას და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

თავი ხელი თმა სახე ფეხი

თავი ხელი თმა სახე ფეხი

პედაგოგი სვამს შეკითხვას, თან ბავშვებს ეხმარება თითოეული სურათის გამოცნობასა და დასახელებაში, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს ისინი მისმა შეკითხვამ. ადამიანის თავის ჩვენებისას ისინი არ უნდა დავაბნიოთ, რადგან თავზეა თმაც, ცხვირიც, ტუჩებიც და ა. შ. თუმცა სურათები შერჩეულია ისე, რომ აქცენტირებულია თავისა თუ სხეულის გამოსაცნობი ნაწილები.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე. რა წერია ქვემოთ?

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის: დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია: თავის, თმის, სახის, ხელისა და ფეხის გამოსახულება, მათ ქვემოთ კი წერია სიტყვები: თავი, თმა, სახე, ხელი და ფეხი.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, ბუნებრივია მასწავლებლის მიერ აქაც ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ