კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:39

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ამ მეცადინეობაზე იწყება სწავლების მესამე ეტაპი. მესამე ეტაპი გულისხმობს სუბიექტთა მოქმედებებსა და მდგომარეობებს. ძირითადად ორსიტყვიანი წინადადებებია შერჩეული ნაცნობი სიტყვებითა და ერთმარცვლიანი ზმნებით.

ეს წინადადებებია: ლია დგას, გია ზის, ბებო წევს.

პირველ პროცედურაში ბავშვებს საგნების მოქმედებებზე გაამახვილებინებთ ყურადღებას. პედაგოგი ბავშვებს რიგრიგობით  უჩვენებს  გამოსახულებებს და ეკითხება მათ, თუ რა  არის მუყაოებზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული? ინდივიდუალური  მუშაობის შემდეგ აუცილებლად ამეორებინებთ ამ ორსიტყვიან წინადადებებს ჯგუფურად.

ბებო წევს ბიჭის ზის გოგო დგას

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე.

ამ სურათზე - „ბებო წევს“, მეორეზე - „გია ზის“, მესამეზე კი - „ლია დგას“.

აქედან გამომდინარე,  რა ეწერება ქვემოთ? (ბავშვები წარმოთქვამენ შესაბამის წინადადებებს).

საუბრის, ყველა მათგანის გამოცნობის, შესაბამისი წარწერების ჩვენებისა და ნახატისა და ნაწერის შეჯერების შემდეგ პედაგოგი ასკვნის:
დიახ, დაფაზე, ზემოთ მოთავსებულია სურათები სხვადასხვა მოქმედებებით: „ბებო წევს“, „გია ზის“ და „ლია დგას“. ნახატების ქვემოთ კი დევს შესაბამისი წარწერები.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით,  მასწავლებლის მიერ აუცილებლად  ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ