კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:25

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

შემდეგი ორმარცვლიანი სიტყვებია „ჭაღი“ და „ძმარი“. იმის შემდეგ, როდესაც გავამეორებინებთ სიტყვებს „ჭასა“ და „ძმას“, ბავშვები ეცდებიან თვითონ გამოიცნონ ახალი სიტყვები უკვე ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათების დახმარებით.

პედაგოგი ბავშვებს  დააკვირვებს ჭაღის  გამოსახულებაზე და შეეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ჭაღი; დაფაზე გაკრულია სურათი ჭაღის  გამოსახულებით; ეს არის ჭაღი... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ჭაღი“ და მათვე გააცნობიერებინებს, რომ აქ წერია სიტყვა „ჭაღი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ჭაღის გამოსახულებით.

პედაგოგი  კვლავ ეკითხება ბავშვებს:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ჭაღი; იქ წერია ჭაღი; წიგნშიც წერია ჭაღი.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ჭაღის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ჭაღი; დაფაზე გაკრულია ჭაღის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ჭაღი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ჭაღი“.

ბავშვებო, თქვენ ყველამ იცით, რა არის ჭაღი. თქვენს საძინებელ ოთახში როგორი ჭაღია დაკიდებული?

ჩემთან მწვანეა და მრგვალი; ჩემთან ისეთი, როგორიც სურათზეა; ჩემთან კი - „ახალი ნათების“ მაღაზიაში შეძენილი ლამაზი მოდელი...

ჭაღი

 

ჭაღი


ნახატისა და ნაწერის გარჩევა

„ჭაღის“ გაცნობის შემდეგ ბავშვებს ნასწავლ „ძმას“ შევახსენებთ და ახალ სიტყვა „ძმარზე“ ვესაუბრებით. ეს სიტყვა მათთვის რთული რომ არ აღმოჩნდეს, პედაგოგს დასჭირდება მოკლე საუბრის ჩატარება ძმარსა და მის მნიშვნელობაზე, რომ ძმარს საკვები ღირებულება აქვს და მის გარეშე არც ტორტის ბისკვიტი ამოვიდოდა და არც ზოგიერთი ქართული კერძი გაკეთდებოდა. რომ არსებობს ღვინისა და ვაშლის ძმარი. ვაშლისაგან დამზადებული ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი ზომიერად მიღება სასარგებლოა ადამიანებისა და ცხოველებისათვის.

ამის შემდეგ პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ვაშლისა და ღვინის ძმრით სავსე ბოთლების  გამოსახულებას და ეცდება ბავშვების ყურადღება გადაიტანოს არა ბოთლზე, არამედ მასში მყოფ სითხეზე - „ძმარზე“. ესე იგი, რა არის მუყაოზე ( ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ძმარი; დაფაზე გაკრულია სურათი ვაშლისა და ღვინის ძმრის გამოსახულებით; ეს არის ძმარი...  შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე  დაწერილ სიტყვაზე „ძმარი“ და ათქმევინებს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ძმარი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ძმრის  გამოსახულებით. პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ძმარი;  წიგნშიც წერია ძმარი.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ძმრის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ძმარი; დაფაზე გაკრულია ძმრის  სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ძმარი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ძმარი“.

პროცედურის მსვლელობის დროს მოხდება წინა მეცადინეობაზე ნასწავლი სიტყვების: სკამის, ქვაბისა და ხელის გამეორება.

ძმარი

 

ძმარი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ