კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 00:16

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

შემდეგი ორმარცვლიანი სიტყვებია: „ბუზი“, „ბურთი“, და „ბუდე“. იმის შემდეგ, როდესაც გავამეორებინებთ სიტყვა „ბუ“-ს, ბავშვები ეცდებიან თვითონ გამოიცნონ ახალი სიტყვები უკვე ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათების დახმარებით.
პროცედურა ნაცნობი მეთოდით წარიმართება.

პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ბუზის  გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ბუზი; დაფაზე გაკრულია სურათი ბუზის  გამოსახულებით; ეს არის ბუზი... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე  დაწერილ სიტყვაზე „ბუზი“ და განუმარტავს მათ (ან მისცემს მათ გამოცნობის საშუალებას), რომ აქ წერია სიტყვა „ბუზი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ბუზის გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ბუზი; იქ წერია ბუზი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ბუზის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ბუზი; დაფაზე გაკრულია ბუზის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ბუზი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ბუზი“.

ბავშვებო, ჩვენ ყველას გვინახავს ბუზი. ხომ ვერ მეტყვით, როგორი მწერია იგი?

ბუზი მავნე მწერია; მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს; იგი მწარედ იკბინება და ქავილს გვაწყებინებს; ბუზები ზაფხულობით უფრო დაფრენენ, ვიდრე ზამთრობით...

ბუზი

 

ბუზი

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

„ბუზის“ გაცნობის შემდეგ ბავშვებს ბურთზე ვესაუბრებით და ვეცდებით, რომ თვითონვე გამოიცნონ ახალი სიტყვა ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათის მეშვეობით.

ამის შემდეგ პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ბურთის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია კალათბურთის ბურთი; დაფაზე გაკრულია სურათი ბურთის  გამოსახულებით; ეს არის ბურთი...  შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე  დაწერილ სიტყვაზე „ბურთი“ და წარმოათქმევინებს  მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ბურთი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ბურთის  გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ბურთი; იქ წერია ბურთი; წიგნში წერია ბურთი.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ბურთის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ბურთი; დაფაზე გაკრულია ბურთის  სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ბურთი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ბურთი“.

ბავშვებო, ვფიქრობ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ბურთით ყველა თქვენგანს გითამაშიათ. გიყვართ ბურთით თამაში?
მე ბურთით ფეხბურთს ვთამაშობ; მე - კალათბურთს; კალათბურთის ბურთი რეზინისაა; ფეხბურთის კი - ტყავის; ბურთი მრგვალია და კარგად მიგორავს; არსებობს ოვალური ბურთი. ასეთი ბურთით რაგბისტები თამაშობენ...

 

ბურთი

 

ბურთი



ნახატისა და ნაწერის გარჩევა

მესამე სიტყვა „ბუდეა“. აქაც შეეცდება პედაგოგი ნახატისა და ნასწავლი პირველი მარცვლის მეშვეობით ბავშვებს გამოაცნობინოს ნაწერი „ბუდე“.ბუდე ე. წ. ნაგებობაა, რომელსაც ცხოველი ან ფრინველი იშენებს შთამომავლობის გამოსაზრდელად ან თავშესაფრად.

ამის შემდეგ  პედაგოგი ჩვეულ დიალოგს წარმართავს ბავშვებთან სიტყვისა და ნახატის კარგად აღსაქმელად. უჩვენებს ბუდის  გამოსახულებებს და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ბუდე; დაფაზე გაკრულია სურათი ბუდის გამოსახულებით; ეს არის ბუდე; ბუდეში ფრინველს კვერცხი დაუდევს; მეორე ბუდეში დედა მერცხალს უკვე წამოუჩიტია თავისი ბარტყები... პედაგოგი კვლავ ეკითხება ბავშვებს:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ბუდე;  იქ წერია ბუდე;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ბუდის  გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ბუდე; დაფაზე გაკრულია ბუდის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ გამოსახულია „ბუდე“ ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ბუდე“.

ბავშვებო, გინახავთ ბუდე?

გვინახავს. ჩემს სოფელში მერცხალმა სახლის აივანზე აიგო ბუდე; მე ქათმის ბუდე მინახავს, რომელსაც საბუდარს ეძახიან; მე ტყეში დამანახეს ფრინველის ბუდე; მე კიდევ მინახავს წიგნებში და ინტერნეტში...

ბუდე

 

ბუდე

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ