ია იისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ კი ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები.
საქართველოში გავრცელებულია იის 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია. საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში. ია დეკორატიული მცენარეცაა (იაჟუჟუნა), ზოგს (სერნელოვანი ია) კი პარფიუმერიაში იყენებენ.
პედაგოგი დაფაზე გააკრავს ხისა და მზის სურათებთან ერთად იისა და ჭის გამოსახულებას და ორივე მათგანს ქვეშ შესატყვის წარწერებს დაუდებს. პირველ რიგში უკვე ნასწავლ სიტყვებს გაიმეორებენ შეკითხვების საფუძველზე,შემდეგ კი დაიწყებენ ახალი სიტყვების შესწავლას.
პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს იის გამოსახულებას და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ია; დაფაზე გაკრულია იის გამოსახულება; ეს არის ია..., შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში იის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „ია“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ია“, ხოლო ზემოთ კი ხატია ყვავილი ია.
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ია; იქ წერია ია;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი იის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ია; დაფაზე გაკრულია იის სურათი...
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ია, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ია“.
ბავშვებო, როგორია ია? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.
სავარაუდო პასუხები: ია არის ლამაზი, იისფერი, პაწაწინა, თვალჟუჟუნა, გაზაფხულის ერთ - ერთი მახარობელი ყვავილი...
ია |
ნახატისა და ნაწერის გარჩევა
აქვე პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ჭის გამოსახულებასაც და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ჭა; დაფაზე გაკრულია ჭის გამოსახულება; ეს არის ჭა... შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში ჭის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „ჭა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ჭა“, ხოლო ზემოთ კი ხატია ჭა.
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ჭა; იქ წერია ჭა;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ჭის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ჭა; დაფაზე გაკრულია ჭის სურათი.
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ჭა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ჭა“.
ბავშვებო, რა დანიშნულება აქვს ჭას? რისთვის გამოიყენება იგი? - კვლავ ეკითხება მასწავლებელი.
სავარაუდო პასუხები: ჭა სოფლებში აქვთ ამოღებული; მასში სუფთა და ცივი წყალია; დასალევად სასიამოვნოა; იგი რამდენიც არ უნდა მოიხმარო, მაინც შეივსება...
ჭა |
(მეორე პროცედურა)
ვარიანტი - ა
დაფაზე მიმაგრებულია უკვე 4 სურათი. პედაგოგი გამოიყვანს ერთ ბავშვს და აწვდის მუყაოს წარწერით „ია“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ.
მე 2 მოსწავლის დავალებაა სიტყვა „ჭის“ ნახატ ჭასთან მისადაგება. შეცდომის შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრი გამოიძახება. საბოლოოდ მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მოსწავლე. სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერი „ია“ ნახატ იასთან ისრით (ან თითით); შეაერთონ ნაწერი „ჭა“ ნახატ ჭასთან ისრით (ან თითით)!
ჭა | ხე | მზე | ია |
ვარიანტი - ბ
დაფაზე მიმაგრებულ რამდენიმე შესწავლილ ნაწერს შორის ფიგურირებს ჭის და იის წარწერებიც. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს მიაწოდებს ჯერ იის (შესაძლებელია პირიქითაც), ხოლო შემდეგ ჭის გამოსახულებას, რომლებიც შესაბამისი ნაწერების ქვემოთ უნდა მოათავსონ.
დავალება სახელმძღვანელოში: იისა და ჭის გამოსახულება ისრით (ან თითით) დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!
(მესამე პროცედურა)
თამაში - „აკვარიუმი“
აკვარიუმში უკვე ოთხი მუყაოა მოთავსებული წარწერებით: „მზე“, „ხე“, „ჭა“ და „ია“. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და გვიჩვენებს დაფაზე გაკრულ შესატყვის სიტყვას. ასეთივე პროცედურა გაიმართება მეორე, მესამე და მეოთხე სიტყვის დასადგენადაც.
დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ნაცნობ სიტყვებს - „მზე“, „ხე“, „ჭა“ და „ია“. თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმათ.
(მეოთხე პროცედურა - ცოდნის განმტკიცება)
პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ნახატები; შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს ერთ - ერთ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს ჭის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. იგივეს გაიმეორებს იის, მზისა და ხის სურათებზეც.
შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად ირჩევენ ტექსტებიდან „იის“, „ჭის“, „ხისა“და „მზის“ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.
ია | ჭა | ბუ | ხე | მზე |
(მეხუთე პროცედურა)
ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე გამოყენებული სიტყვების გვერდით ახალ სიტყვებსაც მოათავსებს და მასში შეერევა ნაწერები: „ია“და „ჭა“. ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სახელების ამორჩევა.
მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი და შესწავლილი ნაწერი „ხე“ (ან „მზე“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად).
მონახეთ ნაწერი „ია“, „ჭა“. წიგნში თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ (გამოიყენეთ მე-4 პროცედურის ტექსტები)!
(მეექვსე პროცედურა)
პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „ია“და „ჭა“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.
თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ათავსებს დაფაზე.
ამ ბოლო პროცედურაზე ნახატი უკვე არ უნდა ფიგურირებდეს, მაგრამ იგი აუცილებლად შემოაქვს მასწავლებელს, თუ რომელიმე ბავშვს კითხვა შეეშლება. სახელმძღვანელოშიც მოცემულია ორივე ტექსტი, რაც წიგნზე მუშაობის საშუალებასაც მისცემს პედაგოგს.
ია | ჭა |