მეექვსე მეცადინეობისათვის ორი ახალი სიტყვა შემოდის გასაცნობად. ესენია: „ბუ“ და „სკა“. პედაგოგი დაფაზე გააკრავს ბუს და სკის გამოსახულებას და ორივე მათგანს ქვეშ შესატყვის წარწერებს დაუდებს. ამ გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდება მხოლოდ ახალი სიტყვების შესწავლაზე.
პედაგოგი პირველ რიგში ბუს ნაირსახეობებზე ესაუბრება პატარებს. ბუსნაირნი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობა. საქართველოში 7 სახეობაა გავრცელებული: რუხი ბუ, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნა ჭოტი. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს", რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს.
ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ.
კარგად აქვთ განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოს 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.
პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ღამის ფრინველის, ბუს სურათს და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ბუ; დაფაზე გაკრულია ფრინველი ბუს გამოსახულება; ეს არის ბუ... შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში ბუს გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „ბუ“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ბუ“, ხოლო ზემოთ კი ხატია ბუ.
ბუ |
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ბუ; იქ წერია ბუ;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ბუს გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ბუ; დაფაზე გაკრულია ბუს სურათი.....
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ბუ, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ბუ“.
ბავშვებო, როგორი ფრინველია ბუ? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.
სავარაუდო პასუხები: ბუ არის გარეული ფრინველი; ბუ ღამით დაფრინავს; ბუ ღამის ფრინველია; იგი თაგვებით იკვებება; ბუ ჩვენ გვინახავს ზოოპარკში; ბუ აგრეთვე გვინახავს მულტ. ფილმებში....
ნახატისა და ნაწერის გარჩევა
დაფაზე უკვე გაკრულია მეექვსე მეცადინეობისათვის შერჩეული მეორე ახალი სიტყვა სკა. პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს სკის გამოსახულებას, პირველ რიგში რამდენიმე სიტყვით შეახსენებს, რომ სკა - ადამიანის მიერ დამზადებული სპეციალური საცხოვრებელი სახლია ფუტკრებისთვის, ჩვეულებრივ ხის. სისტემიდან გამომდინარე, ერთ სკაში შესაძლოა ცხოვრობდეს ერთი ან რამდენიმე ფუტკრის ოჯახი.
შემდეგ ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია სკა; დაფაზე გაკრულია სკის გამოსახულება; ეს არის სკა... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში სკის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „სკა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „სკა“, ხოლო ზემოთ კი ხატია სკა.
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია სკა; იქ წერია სკა;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სკის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია სკა; დაფაზე გაკრულია სკის სურათი...
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია სკა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „სკა“.
ბავშვებო, თუ იცით, რისთვის გამოიყენება სკა? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.
სავარაუდო პასუხები: სკაში ფუტკრები ცხოვრობენ; ფუტკრები მასში თაფლს ამზადებენ; თაფლი კი ძალიან გემრიელი და მარგებელი პროდუქტია; ერთი სკა ფუტკრების ერთ ოჯახს ეკუთვნის; ისინი როდესაც გამრავლდებიან, გამოეყოფა ახალი ოჯახი და მათ ახალ სკაში შეასახლებენ...
სკა |
მეორე პროცედურა
ვარიანტი - ა
დაფაზე მიმაგრებულია მხოლოდ ორი ახალი სურათი. პედაგოგი გამოიყვანს ბავშვს და აწვდის მუყაოს ფირფიტას წარწერით „ბუ“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ.
შემდეგი მოსწავლის დავალებაა სიტყვა „სკის“ ნახატ სკასთან მისადაგება. შეცდომის შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრი ჩაერთვება სწავლის პროცესში. საბოლოოდ მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მოსწავლე.
სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერები „სკა“ და „ბუ“ შესაბამის ნახატებთან ისრის ან თითის საშუალებით.
სკა | ბუ |
ვარიანტი - ბ
დაფაზე მიმაგრებულია ორი ნაწერი: „ბუ“ და „სკა“. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს სკისა და ბუს გამოსახულებებს, რათა შესაბამისი ნაწერების ქვეშ მოათავსონ.
დავალება სახელმძღვანელოში: სკისა და ბუს გამოსახულება ისრით ან თითით დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!
მესამე პროცედურა
თამაში - „აკვარიუმი“
აკვარიუმში მხოლოდ ორი მუყაოა მოთავსებული წარწერებით: „ბუ“ და „სკა“. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და გვიჩვენებს დაფაზე გაკრულ შესატყვის სიტყვას. ასეთივე პროცედურა გაიმართება მეორე სიტყვის დასადგენადაც.
დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ნაცნობ სიტყვებს: „ბუსა“ და „სკას“, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმათ.
ხე | ბუ |
მეოთხე პროცედურა
ცოდნის განმტკიცება
პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ბუსა და სკის ნახატები; შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს მსურველ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს სკის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. იგივეს გაიმეორებს ბუს სურათზეც.
შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად რიგრიგობით აიღებენ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.
სახელმძღვანელოში: დაადებენ თითს ჯერ სურათს, ხოლო შემდეგ შესაბამის წარწერას და ხმამაღლა წაიკითხავენ. შემდეგ - პირიქით, ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან შესაბამის ხატს.
ბუ | სკა |
მეხუთე პროცედურა
ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე განათავსებს მხოლოდ ამ ორ ახლადნასწავლ სიტყვასთან ერთად რამდენიმე იმ ახალ სიტყვასაც, რომელიც მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეისწავლონ.
ბავშვს (ან ბავშვებს სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სიტყვების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „სკა“ (შემდეგ - „ბუ“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად).
წიგნში მონახეთ ნაწერები, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ!
ბზა | ბუ | მთა | სკა |
მეექვსე პროცედურა
პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „ბუსა“ და „სკას“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.
თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ერთად გააკრავს დაფაზე და თავიდან გაააზრებინებს ყველაფერს მათ.
სახელმძღვანელოშიც მოცემულია ორივე სიტყვა, ანუ ტექსტი, რაც წიგნზე მუშაობის კარგ საშუალებას მისცემს პედაგოგს.
ბუ | სკა |