კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:15

ამ მეცადინეობისათვის ორი ახალი სიტყვა შემოდის გასაცნობად. ესაა: „უთო“ და „მთა“. პედაგოგი დაფაზე გააკრავს მთისა და უთოს სურათებს და ქვემოთ შესატყვის წარწერებსაც დაუდებს.

პირველ რიგში მასწავლებელი ბავშვებს რამდენიმე შეკითხვის საფუძველზე გაამეორებინებს მეშვიდე მეცადინეობაზე შესწავლილ სიტყვას. გაკვეთილზე ახალი სახელების შესწავლასთან ერთად კი, გამეორების მიზნით, გამოიყენებს უფრო ადრე ნასწავლ სახელებს: ჩაის, კუს და ბუს.

მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლებაა ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე.

მისი ელემენტებია: მწვერვალი - უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი - ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები - მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი.

განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით.

ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისა კლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის) შესაბამისად.

მოკლე შესავლის შემდეგ, პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს მთის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია მთა; დაფაზე გაკრულია მთის სურათი; ეს არის მთა... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში მთის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „მთა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „მთა“, ხოლო ზემოთ კი ხატია მთა.

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია მთა; იქ წერია მთა;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი მთის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია მთა; დაფაზე გაკრულია მთის სურათი...

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია მთა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „მთა“.

ბავშვებო, ყოფილხართ მთაში? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.

სავარაუდო პასუხები: ჩემს სოფელში ლამაზი მთებია; ჩემსაში - მუდმივად დათოვლილია და ძალიან ლამაზი; მე ბაკურიანში ვისვენებდი და მთებიდან თხილამურებით ვეშვებოდი - ხოლმე; მე კი - ციგით...

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მერვე მეცადინეობა - მთა

 

მთა



პირველი პროცედურა
ნახატისა და ნაწერის გარჩევა

პედაგოგი უკვე მეორე სიტყვას გააცნობს პატარებს. უჩვენებს უთოს გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია უთო; დაფაზე გაკრულია უთოს სურათი; ეს არის უთო. შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „უთო“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „უთო“, ხოლო ზემოთ კი ხატია უთო.

რა წერია ქვემოთ?

აქ რა ხატია?

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია უთო, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „უთო“.

ბავშვებო, ოჯახში ალბათ ყველას აქვს უთო. რისთვის გამოიყენებს მას დედიკო ან ბებო? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.

სავარაუდო პასუხი: დედიკო უთოთი აუთოებს ახლადგარეცხილ, დაჭმუჭვნილ ტანსაცმელს.

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - მერვე მეცადინეობა - უთო


უთო

 

მეორე პროცედურა
ვარიანტი - ა

დაფაზე მიმაგრებულია მხოლოდ ორი ახალი სურათი. პედაგოგი გამოიყვანს ერთ-ერთ ბავშვს და აწვდის მუყაოს ფირფიტას წარწერით „მთა“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ.

შემდეგი მოსწავლის დავალებაა სიტყვა „უთოს“ ნახატ უთოსთან მისადაგება. შეცდომის შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრი ჩაერთვება მუშაობაში.

ბუნებრივია სწავლების პროცესში მონაწილეობას ყველა მოსწავლე მიიღებს.

სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერები: „მთა“ და „უთო“ შესაბამის ნახატებთან ისრით ან თითით.

ვისწავლოთ სწრაფად კითხვა ნახატების დახმარებით - მერვე მეცადინეობა - მთა ვისწავლოთ სწრაფად კითხვა ნახატების დახმარებით - მერვე მეცადინეობა - უთო


მთა უთო


ვარიანტი - ბ

დაფაზე პირიქით, მიმაგრებულია ორი ნაწერი: „მთა“ და „უთო“. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს მთისა და უთოს გამოსახულებებს, რათა შესაბამისი ნაწერების ქვეშ მოათავსონ.

დავალება სახელმძღვანელოში: მთისა და უთოს გამოსახულება ისრით ან თითით დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!



მესამე პროცედურა
თამაში - „აკვარიუმი“

აკვარიუმში მხოლოდ ორი მუყაოა მოთავსებული წარწერებით: „მთა“ და „უთო“. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და მიუთითებს დაფაზე გაკრულ შესაბამის სიტყვაზე. ასეთივე პროცედურა გაიმართება მეორე სიტყვის დასადგენადაც. ფირფიტებს პედაგოგი უკან ჩაუშვებს და ყველა მოსწავლეს მიაღებინებს მონაწილეობას კითხვის პროცესში.

დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ მხოლოდ ნაცნობ სიტყვებს: „უთოსა“ და „მთას“, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმად.

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - მერვე მეცადინეობა - თამაში აკვარიუმი


უთო მთა

მეოთხე პროცედურა

ცოდნის განმტკიცება

პედაგოგს მაგიდაზე უწყვია მთისა და უთოს სურათებთან ერთად გასამეორებელ - განსამტკიცებელი სიტყვები: ბუ, ჩაი და რძე. შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები.

მასწავლებელი გამოიძახებს მსურველ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს მთის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. იგივეს გაიმეორებს უთოს სურათზეც. შემდეგ პატარები დანარჩენ ნახატებსაც გამოიცნობენ, ხმამაღლა წაიკითხავენ და მოათავსებენ შესაბამისი სურათების ქვეშ.

მომდევნო ეტაპზე შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: პედაგოგი დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად რიგრიგობით აიღებენ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

სახელმძღვანელოში: დაადებენ თითს ჯერ სურათს, ხოლო შემდეგ მოძებნიან შესაბამის წარწერას და წაიკითხავენ ჯერ ხმამაღლა, შემდეგ - ჩუმად. მომდევნო ეტაპზე ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან მის შესატყვის ხატს.

გავარჩიოთ ნახატი და მაწერი - მერვე მეცადინეობა - უთო გავარჩიოთ ნახატი და მაწერი - მერვე მეცადინეობა - ბუ გავარჩიოთ ნახატი და მაწერი - მერვე მეცადინეობა - რძე გავარჩიოთ ნახატი და მაწერი - მერვე მეცადინეობა - ჩაი გავარჩიოთ ნახატი და მაწერი - მერვე მეცადინეობა - მთა

ჩაი მთა ბუ უთო რძე



მეხუთე პროცედურა

ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე განათავსებს ამ ორ ახლადნასწავლ სიტყვასთან ერთად რამდენიმე იმ სიტყვასაც, რომელიც მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეისწავლონ.

ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სახელების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „სკა“ (შემდეგ - „ბუ“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად). წიგნში მონახეთ ნაწერები, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ!


მთა ქვა სკა უთო ტყე ბუ


მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „მთასა“ და „უთოს“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.

თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სახელებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ერთად მოათავსებს დაფაზე და თავიდან გაააზრებინებს მათ ყველაფერს.


მერვე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - მთა მთა მერვე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - უთო უთო

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ