კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:28

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

პირველი პროცედურა

ამ მეცადინეობაზეც ორი ახალი სიტყვა შემოდის გასაცნობად. ესენია: „ქვა“ და „ძმა“. პედაგოგი დაფაზე გააკრავს ქვის სურათს და შესატყვის წარწერასაც დაუდებს ქვეშ.

პირველ რიგში პედაგოგი ბავშვებს რამდენიმე შეკითხვის საფუძველზე გაამეორებინებს მერვე მეცადინეობაზე შესწავლილ სიტყვებს - უთოსა და მთას. გაკვეთილის მომავალი პროცედურებისათვის კი შერჩეულია უფრო ადრე ნასწავლი სიტყვები: მთა, სკა და უთო. 

პედაგოგი ჯერ ბავშვებს უჩვენებს ქვის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ქვა; დაფაზე გაკრულია სურათი ზღვის ნაპირას დიდი ქვების გამოსახულებით; ეს არის ქვა... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ქვა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ქვა“, ხოლო დაფაზე გაკრულია სურათი ქვის გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ეკითხება: რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ქვა; იქ წერია ქვა;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი მთის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ქვა; დაფაზე გაკრულია ზღვის ნაპირას მიმოფანტული, ულამაზესი ქვების სურათი..

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ქვა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ქვა“.

ბავშვებო, სად გინახავთ ქვები?

ზღვის ნაპირას, თუმცა ისინი ბევრად პატარებია; ძალიან ბევრი ქვაა მდინარის ნაპირზეც; ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდ ქვებს, ლოდებსაც ეძახიან; ქვებიანი ნიადაგიც გვხვდება; საზამთროებისა და ნესვების მოსავალიც სწორედ ქვებიან ნიადაგში მოყავთ; ქვით სახლებს აშენებენ; ქვით ტაძრებს და ციხე - კოშკებს აგებენ; ქვას საფლავისთვისაც იყენებენ; ქვებში ქანდაკებებსაც კვეთენ; ქუთაისის მშვენება რიონის ულამაზესი თეთრი ქვებია...

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეცხრე მეცადინეობა - ქვა

 

ქვა


ნახატისა და ნაწერის გარჩევა

ქვის გამოსახულებისა და ნაწერის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი ახალ სიტყვასა და ნახატს შემოიტანს შესასწავლად. ესაა - ძმა. ძმის გამოსახულება პირობითია, რადგან ყველას განსხვავებული ფიზიკური შესახედაობისა და ხასიათის ძმა ჰყავს.

პედაგოგი დაფაზე გააკრავს ბიჭის სურათს წარწერასთან ერთად და ცდილობს მოახერხოს, ბავშვებს ბიჭის გამოსახულება „ძმად“ გააცნოს. პედაგოგი ჯერ ეუბნება მათ, რომ სურათზე ერთ-ერთი ბავშვის ძმაა გამოსახული. შემდეგ ეკითხება: ვინ არის სურათზე გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ გამოსახულია ძმის პორტრეტი; ეს არის ერთ-ერთი გოგონას ძმა. იგი ძალიან გავს ჩემს ძმას.

შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ძმა“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ძმა“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ძმის გამოსახულებით. პედაგოგი ბავშვებს ეკითხება:
რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ძმა; იქ წერია ძმა;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ძმის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ძმა; დაფაზე გაკრულია ერთ-ერთი ბავშვის ძმის პორტრეტი; ეს ძმის გამოსახულებაა; ეს ძმის პორტრეტია.

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ძმა, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ძმა“.

ბავშვებო, თქვენ ყველას გყავთ ძმა (ყველა მათგანს ეძლევა ძმის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უფლება)

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეცხრე მეცადინეობა - ძმა

 

ძმა


მეორე პროცედურა

ვარიანტი - ა

დაფაზე მიმაგრებულია ორი ახალი სურათი. პედაგოგი რიგრიგობით გამოიყვანს ბავშვებს და აწვდის მუყაოს ფირფიტებს წარწერით „ქვა“ და „ძმა“, რათა ჯერ ხმამაღლა წარმოთქვან, თუ რა წერია მასზე, ხოლო შემდეგ მოათავსონ შესაბამისი ნახატის ქვეშ.

სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერები „ქვა“ და „ძმა“ ქვისა და ძმის შესაბამის სურათებთან ისრით ან თითით.


ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეცხრე მეცადინეობა - ძმა   ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეცხრე მეცადინეობა - ქვა

ძმა
ქვა



ვარიანტი - ბ

ამჯერად დაფაზე მიმაგრებულია ორი ნაწერი. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს ქვისა და ძმის სურათებს, რათა შესაბამისი ნაწერის ქვეშ მოათავსონ.

დავალება სახელმძღვანელოში: ქვისა და ძმის გამოსახულებები ისრით ან თითით დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!



მესამე პროცედურა
თამაში - „აკვარიუმი“

აკვარიუმში ხუთი მუყაოა მოთავსებული. ორი მათგანი ახლადშესწავლილი სიტყვებია - „ქვა“ და „ძმა“, სამიც წინა გაკვეთილებზე ნასწავლი სახელები - სკა, მთა და უთო.

ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და დაფაზე გაკრულ სიტყვებს შორის შეარჩევს შესატყვის სიტყვას. ასეთივე პროცედურა გაიმართება დანარჩენი სიტყვების იდენტიფიცირებისთვისაც.

დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები წაიკითხავენ ყველა ნაცნობ სიტყვას ხმამაღლა და ჩუმად.

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეცხრე მეცადინეობა - თამაში აკვარიუმი

 

უთო   ქვა   სკა   ძმა   მთა

 

 

მეოთხე პროცედურა (ცოდნის განმტკიცება)

პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ქვისა და ძმის სურათებთან ერთად გასამეორებლად შერჩეული სიტყვები: სკა, მთა უთო. შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს მსურველ ბავშვებს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიონ ქვისა და ძმის სურათები და ქვეშ დაუდონ შესატყვის ნაწერებს. იგივეს გაიმეორებს დანარჩენ სურათებზეც.

მომდევნო ეტაპზე შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: პედაგოგი დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც რიგრიგობით აიღებენ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

სახელმძღვანელოში: დაადებენ თითს ჯერ სურათს, ხოლო შემდეგ მოძებნიან შესაბამის წარწერას და ხმამაღლა წაიკითხავენ. შემდეგ - პირიქით, ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან მათ შესაბამის ხატებს.

 

გავარჩიოთ ნახატი და ნაწერი - მეცხრე მეცადინეობა - მთა გავარჩიოთ ნახატი და ნაწერი - მეცხრე მეცადინეობა - უთო გავარჩიოთ ნახატი და ნაწერი - მეცხრე მეცადინეობა - სკა გავარჩიოთ ნახატი და ნაწერი - მეცხრე მეცადინეობა - ძმა გავარჩიოთ ნახატი და ნაწერი - მეცხრე მეცადინეობა - ქვა

ქვა   სკა   მთა   ძმა   უთო


მეხუთე პროცედურა

ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე განათავსებს ამ ორ ახლადნასწავლ სიტყვასთან ერთად რამდენიმე იმ სიტყვასაც, რომელიც მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეისწავლონ.

ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სიტყვების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „ქვა“ (შემდეგ - „ძმა“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად). წიგნში მონახეთ ნაწერები, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვებს და წაიკითხეთ!


და   ქვა   ძმა   ტყე   სკა   ხე


მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „ქვასა“ და „ძმას“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს. თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ერთად გააკრავს დაფაზე და თავიდან გაააზრებინებს მათ ყველაფერს.

სახელმძღვანელოშიც მოცემულია ორივე სიტყვა შესაბამის სურათებთან ერთად (მეორე პროცედურაში), რაც წიგნზე მუშაობისათვის კარგ საშუალებას მისცემს პედაგოგს.


მეცხრე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - ქვა   ქვა   მეცხრე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - ძმა   ძმა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ