კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:00

ზამთრის და ზაფხულის რეჟიმი

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ზამთრის და ზაფხულის რეჟიმზე გადაყვანაზამთრის სეზონი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისთვის ყველაზე რთულ პერიოდს წარმოადგენს. ამ დროს ხდება მინაპაკეტებისა და პროფილების უხვი დაორთქვლა და სხვა შესაძლო უსიამოვნებები.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ფანჯრების დაორთქვლა და ზედმეტი კონდენსატის დაგროვება, რეკომენდებულია შენობის რეგულარული განიავება.

ალტერნატივის სახით შესაძლებელია თვეში რამდენიმეჯერ მინების გაწმენდა სპირტისა და გლიცერინის ხსნარით (შეფარდება 20:1)

თუ ამ ხერხმაც არ უშველა და ფანჯრები მაინც იორთქლება, ეს შეიძლება იყოს ტექნიკური წუნი და უნდა მიმართოთ იმ კომპანიის სერვის ცენტრს, რომელმაც მოახდინა ფანჯრების მონტაჟი.

რაც შეეხება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წინასწარ მომზადებას ზამთრის სეზონისთვის, პირველ რიგში საჭიროა:

დამცავი ბადის მოხსნა - ზამთრის სეზონის წინ, აუცილებლად უნდა მოხსნათ მწერებისგან დამცავი ბადე. შემდეგ სპეციალური ხსნარით ან თბილი საპნიანი წყლით ფრთხილად გარეცხოთ და კარგად განიავებულ ადგილას შეინახოთ 

სასურველია, თუ ბადეს ამგვარი ხერხით გარეცხავთ წელიწადში ორჯერ.

ფურნიტურის დაზეთვა - როგორც წინა მასალებში ავღნიშნეთ, ფურნიტურა განიცდის ყოველდღიურ დატვირთვას და შესაბამისად ითხოვს განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება კონსტრუქციის გამართულად მუშაობას.

ექსპლუატაციის პროცესში, ბევრია ქუჩიდან შემოსული მტვერი, რომელიც დროთა განმავლობაში ჭუჭყად გადაიქცევა, რაც ზრდის ცვეთის პროცესს და ფურნიტურის მოძრავი დეტალების ხახუნს.

განსაკუთრებით მოქმედებე მასზე ზამთრის სიცივე, ყინვა და ნალექი. ამიტომ, იმისთვის, რომ კონსტრუქციის ამ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს, აუცილებელია ზამთრის სეზონის წინ მასში შემავალი მეტალის ყველა - უძრავი თუ მოძრავი ნაწილის დაზეთვა.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ექსპლუატაცია/მოვლა

მამკვრივებელი რეზინის გაპოხვამამკვრივებელი რეზინის გაპოხვა - მამკვრივებელი რეზინები წარმოადგენს ელასტიურ გამასქელებელს (მამკვრივებელს), რომელიც განთავსებულია ფანჯრის და კარების ჩარჩოს მთელს პერიმეტრზე ჩარჩოსა და საგდულს შორის. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჰერმეტულობაში. 

სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რომ შენობაში ზამთარში არ შეუშვას ცივი ჰაერი, ზაფხულში მტვერი და უზრუნველყოს ხმაურის იზოლაცია.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელობა აქვს ზამთრის სეზონის წინ მის გაპოხვას, რათა რეზინებს დაადეგს ნაკლები ძალა და მათზე რაც შეოძლება ნაკლებად იმოქმედოს ყინვამ და ნალექმა.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ექსპლუატაცია/მოვლა

ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა - ალბათ მომხმარებლისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებში გათვალისწინებულია ზამთრისა და ზაფხული რეჟიმები.

ზამთრის რეჟიმში გადაყვანა საჭიროა იმისთვის, რომ პროფილი და საგდული მჭიდროდ ეკვროდეს ერთმანეთს და არ ატარებდეს ცივ ჰაერს.

იმისთვის, რომ მარტივად შეამოწმოთ, თუ რომელ რეჟიმში იმყოფება თქვენი კარ-ფანჯარა, საკმარისია საკეტში ჩააყოლოთ ქაღალდის ფურცელი. ფანჯრის ან კარების ჩაკეტვის შემდეგ შეეცადეთ ქაღალდის გამოღებას. თუ იგი ადვილად გამოცურდა, თქვენი კარ-ფანჯარა ზაფხულის რეჟიმზეა, ხოლო თუ ფურცელი ვერ გამოიღეთ, მაშინ ის ზამთრის რეჟიმზე ყოფილა დარეგულირებული.

თუ ამ ხერხით დარწმუნდით, რომ თქვენი კარ-ფანჯარა ზაფხულის რეჟიმში იმყოფება, საჭიროა ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა, რომელიც ხდება შემდეგნაირად:

უნდა შეამოწმოთ საკეტების (ჩამკეტი მექანიზმის) ყველა მომჭერი (ე.წ. ექსცენტრიკი) (ან ერთი დიდი მომჭერი (ექსცენტრიკი).

ექსცენტრიკების რაოდენობა და ფორმა დამოკიდებულია ფანჯრის ზომაზე და საკეტის კონსტრუქციაზე, რადგან ფურნიტურა სხვადასხვა კარ-ფანჯარაში შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ მომჭერები/ექსცენტრიკები (პოჭოჭიკი) შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის:

 მრგვალი (ნაჭდევით);

 ფიგურული (ნაჭდევით ან მის გარეშე);

 ექვსკუთხა (დასარეგულირებლად ითხოვდეს ექვსკუთხა ინსტრუმენტს);

 ოვალური (გლუვი ზედაპირით)

 ოვალური (მოკლე ან გრძელი ნაჭდევით)

 და სხვა...

ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგამის შემდეგ, იმისთვის, რომ ფანჯრები ან აივნის კარებები გადაიყვანოთ ზამთრის რეჟიმში, შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით ეს მომჭერები/ ექსცენტრიკები (ან ერთი მომჭერი/ექსცენტრიკი) უნდა გადაიყვანოთ (გადაატრიალოთ) სპეციალურ (საპირისპირო) მდგომარეობაში.

მაგალითად, შეატრიალოთ ექსცენტრიკი ისე, რომ გრძელი ნაჭდევი მიმართული იყოს საგდულის მამკვრივებელი რეზინის მხარეს.

თუ ფურნიტურას აქვს მრგვალი გლუვი ექსცენტრიკები, ჭდეების გარეშე, უნდა მოხდეს მისი შეტრიალება ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში მიჭერის ძალა იქნება მაქსიმალური.

მნიშვნელოვანია! - იმისათვის, რომ საგდულების მიჭერის სიმკვრივე იყოს თანაბარი, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყველა მომჭერის/ექცენტრიკის მდგომარეობა, რომლებიც განთავსებულია საგდულის ტორსის გასწვრივ.

მათი რაოდენობა დამოკიდებულია კონსტრუქციის სიმაღლეზე. მაგალითად, სტანდარტულ ფანჯარაზე არის სამი ექსცენტრიკი.

თანამედროვე ფურნიტურებში, ასეთი ექსცენტრიკები შეიძლება განთავსებული იყოს საგდულის ტორსის მთელს პერიმეტრზე, ამიტომ, არ უნდა დაიზაროთ და შეამოწმოთ ექცენტრიკები ყველგან (ქვემოთ, ზემოთ, შუაში). დაიმახსოვრეთ, რომ მათი რეგულირება უნდა იყოს ერთი და იგივე ყველა ექსცენტრიკისთვის.

ანჯამების რეგულირება - ხარისხიანი ფურნიტურა წარმოუდგენელია ფანჯრის ან კარების მყარი და მაღალფუნქციური ანჯამების გარეშე.

ეს არის რეგულირებადი ანჯამები, რომლებიც საშუალებას იძლევა კარ-ფანჯრის ზამთარ-ზაფხულის რეჟიმზე  გადაყვანა.

ეს საკმაოდ კარგი ფუნქციაა, რადგან საშუალებას იძლევა კარ-ფანჯრის სასურველ რეჟიმში გადაყვანა მოხდეს არა მხოლოდ ჩამკეტი მექანიზმის (ე.წ. „ესპანიოლეტი") და მისი მომჭერების (ე.წ. "ექსცენტრიკების") რეგულირებით, არამედ ანჯამების რეგულირების მეშვეობითაც.

ზაფხულის რეჟიმში გადაყვანა - არ უნდა დაგავიწყდეთ საკეტის მომჭერების ზაფხულის რეჟიმზე გადაყვანა.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ზაფხულში საგდულების და პროფილის მჭიდრო კონტაქტი საჭირო აღარ არის. ამ დროს ზედმეტი ძალა ადგება მამკვრივებელ რეზინებს და ხდება მათი დაჩლუნგება და ცვეთა.

პროცედურა იგივეა, უბრალოდ იგივე ინსტრუმენტების გამოყენებით დააბრუნებთ მომჭერ-ექსცენტრიკებს საწყის მდგომარეობაში.

ანუ, თუ ექცენტრიკს აქვს ნაჭდევი, გრძელი ნაჭდევი მიმართული იყოს საგდულის მამკვრივებელი რეზინის მოპირდაპირე მხარეს. ხოლო თუ ექცენტრიკი გლუვია, ნაჭდევი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში

ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ - პროფილები და მინაპაკეტები ზემოთ მოყვანილი წესით საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს წვიმის, თოვლის, მტვრის და სხვა ნივთიერებებისგან წარმოქმნილი ჭუჭყის სახით.

ასევე უნდა მოხდეს მამკვრივებელი რეზინების გაპოხვა და ფურნიტურაში შემავალი რკინის ყველა - მოძრავ-უძრავი დეტალების დაზეთვა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ