საჭიროა თუ არა ძუძუთი კვება
გამოკვებოს თუ არა ძუძუთი საკუთარი პატარა, ეს ყველა დედის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ძუძუთი კვების სასარგებლოდ არის მჭიდრო კავშირის დამყარება დედასა და შვილს შორის, რადგან იგი ეხმარება მათ შეიგრძნონ განსაკუთრებული სიახლოვე, რომელიც ჩადებულია ბუნების მიერ.
ბავშვის ძუძუთი კვება ეხმარება დედას მოდუნებაში, დასვენებაში, ანიჭებს მას სიხარულს საკუთარ პირმშოსთან ფიზიკური ურთიერთობით.
ბევრი დედა იწყებს ბავშვის ძუძუთი კვებას მშობიარობის პირველივე წუთებიდან; ეს ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, მის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას და აფერხებს სისხლდენას.
თუ თქვენ ეჭვობთ და ვერ ბედავთ გადაწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, სცადეთ და მას მცირე ხნის განმავლიბაში მისეცით ძუძუ, ეს უარყოფითად არ იმოქმედებს, პირიქით იგრძნობთ ენით აუღწერელ სიამოვნებას.
მაგრამ თუ ამას ვერ გააკეთებთ, ან უბრალოდ, არ გაქვთ რძე, ნუ ინერვიულებთ და პატარა ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეთ.
ძუძუთი კვების უპირატესობები
ძუძუთი კვებას ბევრი უპირატესობა გააჩნია, ფეხმძიმობის გვიან ვადებზე სარძევე ჯირკვლები იწყებს ხსენის (სარძევე ჯირკვლის სეკრეტი) სეკრეციას.
ხსენის მიღებით ბავშვი გამოიმუშავებს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, რადგან ხსენი შეიცავს ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ბავშვისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში.
მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს ვიტამინებს, ცილებს, შაქარს, ცხიმს და მინერალებს, არცერთ ყველაზე ხარისხიან ხელოვნური კვების დანამატს არ შეუძლია შეცვალოს დედის რძე.
ძუძუთი კვების დროს, ბავშვებს იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაკლებად ცივდებიან და იშვითად ხდებიან სხვადასხვა ინფექციების მსხვერპლი.
ხელოვნური კვების დროს ბავშვები უფრო სწრაფად იზრდებიან, რაც იმის მიზეზია, რომ რძის მინარევები დაზადებულია ძროხის რძისგან, რომელიც ბუნებამ ხბოებისთვის გააჩინა და არა თქვენი შვილისთვის.
დედის რძე შეიცავს ბავშვისთვის აუცილებელ ყველა მიკროელემენტს, ზედმეტი მასში არაფერი არ არის.
გარდა ამისა, დედის ხსენის საკვები კომპონენტები, თავის შემადგენლობით ძალიან ახლოა ახალშობილის ქსოვილთან, რის გამოც მათი ათვისება ადვილად ხდება ბავშვის ორგანიზმის მიერ; ხოლო ხელოვნური საკვები დანამატი, საუკეთესოდ ბალანსირებულიც კი აქვეითებს კუჭნაწლავის ბუნებრივ მიკროფლორას.
ძუძუთი კვების დიდი უპირატესობაა ის, რომ დედის რძე აბსოლიტურად სტერილურია, გარდა ამისა იგი უპირატესია პრაქტიკული თვალსაზრისითაც - დროის, სახსრებისა და ენერგიის ეკონომიის გამო, რადგან დედას არ უხდება შეიძინოს ხელოვნური საკვები, სტერილიზაცია უკეთოს ბოთლებს და რეცხოს საწოვარები.
ძუძუს წოვა ძალიან სასარგებლოა ახალშობილისთვის, რადგან იგი ახდენს მისი კბილებისა და ყბების განვითარებას, რაზეც რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გარკვეულწილად დამოკიდებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარება. ამას გარდა მკერდით კვების დროს, ბავშვს შეუძლია იმდენი წოვოს ძუძუ, რამდენიც მოესურვება.
ზოგიერთი დედა თვლის, რომ ძუძუთი კვება ეხმარება მას ფიგურის აღდგენაში და ხელს უწყობს სწრაფად აღიდგინოს ჩვეული ფორმა ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ.
ფეხმძიმობის დროს მკერდი საგრძნობლად იზრდება, ზოგჯერ იგი მტკივნეული და მგრძნობიარე ხდება, რაც გაზრდილი ჰორმონალური აქტივობის მიზეზით ხდება ეს კი პირდაპირ კავშირშია რძის გამომუშავებასთან.
მშობიარობის შემდეგ, 2-3 დღის განმავლობაში ხდება ხსენის გამოყოფა. მცირეოდენი რაოდენობით იგი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დაბადებისთანავე. ხსენის პირველ წვეთები სასწაულმოქმედი თვისებებით ხასიათდება, ამასთან ერთად ის თითქოსდა სიგნალია დედის ტვინისთვის, რომ აუცილებელია რძის გამომუშავება.
ჰორმონი პროლაქტინი ახდენს რძის გამოყოფის სტიმულირებას დედის სარძევე ჯირკვლებში.
რძის მიღებაზე ბავშვის მოთხოვნილებასა და დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესს (რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლების მიერ) შორის არსებობს ფაქიზი დამოკიდებულება; რაც უფრო მეტ რძეს წოვს ბავშვი, მით უფრო მეტი რძე მოსდის დედას, ხოლო თუ ბავშვი ძუძუს საერთოდ არ წოვს, რძის რაოდენობა თანდათან იკლებს და ბოლოს საბოლოოდ ქრება.
ზოგიერთ ქალს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ექმნება პრობლემა შეწეული ძუძუს კერტების გამო. ასეთ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას იძლევიან გაიკეთოთ ფრთხილი, მსუბუქი მასაჟი და ფრთხილად გამოსწიოთ კერტები ცერა და საჩვენებელი თითით.
ბავშვის ძუძუთი გამოკვება, დედებს საკეისრო კვეთის შემდეგაც შეუძლიათ, ტყუპების კვება ერთდროულად შეუძლიათ, თუმცა ამისთვის ორჯერ მეტი რაოდენობის რძეა საჭირო.
ფეხმძიმობის ბოლო ორი თვის განმავლიობაში რეკომენდებულია კარგად მომდგარი ბუსჰალტერების ტარება რეგულარულად, ძილის დროსაც კი.
ძუძუთი სწორად კვება
სამშობიარო სახლში ყოფნის პერიოდში, თქვენ გაქვთ იმის დრო და საშუალება, რომ ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ ახალშობილი ძუძუთი სწორად.
ამიტომ ნუ მოგერიდებათ თხოვოთ მედდებს, გასწავლონ გარკვეული ხერხები, რომლის საშუალებითაც გაგიადვილდებათ მიაჩვიოთ ბავშვი ძუძუს.
ჩვეულებრივ, ბავშვი იბადება წოვითი რეფლექსით და როგორც კი ენაზე მოხვდება ძუძუს კერტი, იგი მაშინვე იწყებს მის წოვას.
თუმცა არიან ბავშვები, რომლებშიც ეს რეფლექსი შესუსტებულია, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ კომპეტენტური დახმარება და სამშობიარო სახლში აგიხსნიან როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში.
ზოგიერთი დედა ბავშვის დაბადებისთანავე ითხოვს, რომ მას მისცეს ძუძუ. თუ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარასაც, რადგან ამ დროს იგი იღებს ხსენს, რომელიც განსაკუთრებულად დადებით ზემოქმედებას ახდენს მასზე.
კვების წინ მიიღეთ თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის მოსახერხებელი პოზა, შეეხეთ მის ლოყას ძუძუს კერტით, იგი მაშინვე მოატრიალებს თავს იმ მხარეს და გააღებს პირს, ხოლო როცა კერტით ენაზე შეეხებით, იგი ხარბად დაიწყებს წოვას; ბავშვმა პირში უნდა ჩაიდოს არა მხოლოდ კერტი, არამედ კერტის მიმდებარე წრე.
თუ იგი პირში მხოლოდ კერტს ჩაიდებს, ის რძეს თითქმის ვერ ამოწოვს და გაღიზიანებული დაიწყებს კერტის ღეჭვას, რითაც შესაძლოა ძუძუს ტრამვა მიაყენოს.
ყოველი კვების დროს, ბავშვმა უნდა მოწოვოს ორივე ძუძუ, ეს ახდენს რძის გამომუშავების სტიმულირებას ორივე მხარეს.
როცა ერთი ძუძუს ჭამას მორჩება, მეორე ძუძუზე გადაყვანამდე კარგია თუ ბავშვს დაიჭერთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მან შეძლოს რძის ამოღებინება.
რძის რაოდენობა და ხარისხი, რომლითაც კვებავთ თქვენს პატარას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი იკვებებით. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებული, სრულყოფილი კვება გესაჭიროებათ; თქვენ უნდა მიიღოთ დღეში დამატებით 500 კალორია.
ზოგიერთი ექიმი, რეკომენდაციას იძლევა, რომ გააგრძელოთ ვიტამინებისა და მინერალების მიღება, ვიდრე ძუძუთი კვებავთ პატარას. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ვიტამინების კომპლექსის გადაჭარბებულად მიღებამ შესაძლოა ბავშვის ალერგია გამოიწვიოს.
იგივე მიზეზით, ფრთხილად უნდა იყოთ იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა; ამ პროდუქტებში შედის: თაფლი, თევზი, ციტრუსები, მარწყვი, შოკოლადი, ნატურალური ყავა, მწნილი, ხორცის მაგარი ბულიონი, კონსერვირებული პროდუქტები, ზედმეტი კვერცხი და ძეხვი. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ სპირტიანი სასმელი.
ზოგადი რჩევები:
»» ბავშვის ძუძუთი გამოკვების წინ, მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი, წვენი ან რძე - ეს შეავსებს თქვენს ორგანიზში სითხის მარაგით და დადებითად აისახება ლაქტციაზე (რძის წარმოება, გამომუშავება).
»» მოთავსდით მოხერხებულად - თავიდან იოლია გვერდზე, წოლითი მდგომარეობაში რძის მიცემა. შემდეგ კი შეგიძლიათ გადახვიდეთ მჯდომარე მდგომარეობაში: საწოლზე ან სავარძელში. კარგია თუ ზურგს უკან ამოიდებთ ბალიშს და მოძებნით ისეთ პოზას, რომელშიც დაღლილობისა და დაძაბულობის გარეშე მოახერხებთ ბავშვის გამოკვებას.
»» თავისუფალი ხელით წამოსწიეთ მკერდი (ისე, რომ დიდი თითი იყოს არეოლას (კერტების (ძუძუსთავების) გარშემო პიგმენტირებული სივრცე) გასწვრივ) - მიიტანეთ მკერდი ბავშვის ტუჩებთან და ნაზად მოუღიტინეთ მას ძუძუს კერტით, მიძრაობა შეასრულეთ ზემოთ და ქვემოთ. ეს ბავშვს მისცემს ნიშანს, რათა გააღოს პირი. ამის შემდეგ ფრთხილად მოათავსეთ კერტი გაღებული პირის ცენტრში და დაელოდეთ, როდის შემოაჭდობს პატარა მას ტუჩებს. აუცილებლობლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
დარწმუნდით, რომ კერტთან ერთად ბავშვი ტუჩებით სწვდება არეოლას - მხოლოდ ამ შემთხვევაში (ბავშვის ღძრილებით სარძევე ჯირკვლებზე დაწოლის გამო) დაიწყებს რძე დენას. ყურადღებიტ იყავით, რომ პატარამ არ დაიწყოს მკერდია სხვა ნაწილის წოვა, თორემ იგი მშიერი დარჩება, თქვენ კი მიიღებთ მკერდის დაზიანებას (მტკივნეულ ჩალურჯებებს).
»» ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის ცხვირი არ იყოს თქვენი მკერდით დაფარული - თუ ეს ასეა, დააჭირეთ თითი მკერდს არეოლასთან ახლოს, რათა განთავისუფლდეს ბავშვის ცხვირი და მან შეძლოს თავისუფლად სუნთქვა.
»» ბავშვის ლოყები რითმულად უნდა მოძრაობდეს - თუ ეს ასეა, ე.ი ყველაფერი ნორმალურად მიდის და პატარა სწორად იკვებება. თუ რძე ძალიან სწრაფად მიედინება, ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს ხველება. ამ შემთხვევაში, რძის ნაკადის შესამცირებლად, უნდა შეწყვიტოთ მისი კვება და ჩამოწუროთ გარკვეული რაოდენობის რძე. იმისათვის რომ ბავშვის პირიდან გამოღების დროს არ დააზიანოთ კერტი, გამოიღეთ იგი ძალიან ფრთხილად.
»» ბავშვი გამოკვებეთ ორივე ძუძუთი, მონაცვლეობით - ბევრი სპეციალისტის აზრით, პატარას შეუძლია მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს. საშუალოდ ეს დრო შეადგენს 15-20 წუთს.
»» ბავშვის გამოკვება დაიწყეთ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ძუძუთი. იმისთვის, რომ დაიხსომოთ წინათ რომელით აჭამეთ, ბიუსჰალტერში სპეციალური საფენი ჩაიტოვეთ.
»» კვების შემდეგ ძუძუს თავი კარგად გაიმშრალეთ, თუ საშუალება გაქვთ, 10–15 წუთი გასაკაჟებლად მკერდი ღიად დატოვეთ.
»» რეკომენდებულია დღის განმავლობაში ბავშვის 8-10 ჯერ კვება. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ძუძუთი. სასურველია ძუძუ კვების დროს მთლიანად დაიცალოს. თუ ბავშვი ვერ მოერევა გამოიწურეთ.
ბავშვის საძილე ლეიბები ონლაინ მაღაზიაში MyWish.Ge |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |