კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 22 დეკემბერი 2024 15:44

ფეხმძიმობის შემდეგ შესაძლოა შეგექმნათ გარკვეული პრობლებები:

ტკივილი მუცლის ქვემოთ

მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, ამიტომ იგი იწყებს შეკუმშვას, ამ პროცესს თან ახლავს შეტევითი და გაჭიანურებული ტკივილები.

ეს ტკივილები შესაძლოა გაძლიერდეს ძუძუთი კვების შემთხვევაში, რადგან კერტების გაღიზიანება რეფლექსურად უწყობს ხელს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს საშვილოსნოს შეკუმშვას.

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ, ერთ კვირაში ტკივილი თანდათანობით შემცირდება და შეწყდება.

თუ ტკივილი საკმაოდ ინტენსიურია, შესაძლოა ექიმთან შეთანხმებით ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. მშობიარობის შემდეგ, ტკივილის გადალახვაში კარგად ეხმარება სპეციალური ვარჯიშებიც.

ტკივილი შორისის მიდამოში

ჩვეულებრივ, ამის მიზეზია ჩახევები ან ექიმის მიერ გაკეთებული ნაკვეთურები შორისის მიდამოში, რომელიც შესაძლოა დარჩეს მშობიარობის შემდეგ. როგორც წესი, ნაკერების შესახორცებლად 7-10 დღეა საჭირო.

მიუხედავად ამისა, ახალბედა დედამ შეიძლება მაინც იგრძნოს ტკივილები შორისის მიდამოში, მაშინაც კი, თუ არავითარი ჩახევას და ნაკვეთურებს ადგილი არა აქვს, რაც აიხსნება შორისის ქსოვილების ძლიერი დაჭიმვით მშობიარობის პროცესში.

ამ შემთხვევაში მსგავსი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის მშობიარობის შემდგომ პერიოდში 2-3 დღის შემდეგ.

თუ ტკივილები ძლიერია და დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, შესაძლოა ექიმთან შეთანხმებით ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებაც.

საშოდან სისხლოვანი გამონადენი

სრულებით ნორამლური მოვლენაა მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ეს ტკივილი გამოწვეულია საშვილოსნოს შეკუმშვით, როცა მსხვილი სისხლძარღვები პალაცენტის ძველი მიმაგრების ადგილას, დაიწყებენ თანდათანობით დახურვას.

პირველი 2-3 დღის განმავლობაში, გამონადენი უხვად სისხლოვანია და ძალიან წააგავს მენსტრუაციულ გამონადენს. მშობიარობიდან 3-4 დღის შემდეგ მისი ფერი ხდება მუქი ყავისფერი, ხოლო რაოდენობა თანდათანობით მცირდება, მე10-11 დღეს გამონადენი კიდევ უფრო მცირდება და უკვე მოყვითალო შეფერილობა აქვს. 

ფეხმძიმობიდან 5-6 კვირის შემდეგ კი საშვილოსნოდან გამონადენი წყდება, ხოლო საშოდან გამონადენი ხდება ისეთივე ხასიათის, როგორიც  იყო ფეხმძიმობამდე.

როგორც წესი, სისხლოვანი გამონადენი ძუძუთი კვების შემდეგ უფრო უხვი ხდება. თუ გამონადენს მუქი წითელი ფერი აქვს, ძალიან უხვია (ერთ საათში საჭიროა რამოდენიმე საფენი) და მოყვება ლეკერტები (შედედებები), აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სასურველია მიმართოთ იმ სამშობიარო სახლის ექიმს ან ბებიაქალს, სადაც ჩატარდა მშობიარობა.

ჰემოროი (ბუასილი)

მშობიარობის პროცესში, ჭინთვების დროს, ქალი განიცდის ძლიერ დაძაბულობას, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს ჰემოროიდული კვანძები.

მშობიარობის შემდეგ, ისინი შეიძლება საერთოდ გაქრეს, თუმცა ზოგ შემთხვევებში კვანძები შუპდება და იწვევს ძლიერ ტკივილს.

ტკივილის შემცირება შესაძლებელია ყინულის მიდებით მტკივნეულ ადგილზე (შესაძლოა გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლში გაყინული წყალი და სასურველია იგი გაახვიოთ სუფთა, მშრალ ხელსახოცში, რათა არ გამოწვიოს ყინულით დაწვა), 15-20 წუთის განმავლობაში 1-2 -ჯერ დღეში.

თუ ტკივილები ძალიან ძლიერია და შვებას ვერ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც სავარაუდოდ დაგინიშნავთ სპეციალურ სანთლებს.

შეკრულობა

როგორც წესი, კუჭის მოქმედება ხდება ფეხმძიმობიდან 2-3 დღის შემდეგ. ბევრი ახალბედა დედა შიშობს, რომ შესაძლოა ამ დროს მოხდეს შორისზე ნაკერების გახსნა, რაც სინამდვილეში არასოდეს ხდება.

იმისათვის, რომ ფეხმძიმობის შემდეგ მოხდეს კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, რეკომენდებულია ქიშმიში, კურაგა, მეტი მინერალური წყალი, შესაძლებელია სპეციალური სავარჯიშოები.

თუ მშობიარობის შემდეგ მე-4 დღეს დამოუკიდებელი კუჭის მოქმედება არ ხდება, უმჯობესია დასახმარებლად მიმართოთ ექიმს.

რძის უკმარისობა

ბავშვის ძუძუთი რეგულარულად კვება, რძის უკმარისობის ბუნებრივი პროფილაქტიკაა. რაც უფრო ხშირად წოვს პატარა ძუძუს, მით უფრო რეფლექტორულად ხდება რძის გამომუშავება დედის ორგანიზმში.

რძის ჩადგომა იწვევს მისი გამომუშავების შემცირებას; ამიტომ ძირითადი წესი მშობიარობის შემდეგ, არის ის, რომ ბავშვს ძუძუ მისცეთ პირველივე მოთხოვნისთანავე, ხოლო დარჩენილი რძე გამოიწუროთ.

თუ რეგულარულად კვების მიუხედავად, ბავშვი წონაში არ იმატებს, სავარაუდოდ მას რძე  არ ყოფნის და უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

ხალხური მედიცინა ამ შემთხვევაში რეკომენდაციას იძლევა მიიღოთ შავი ჩაი რძით, ან მწვანე ჩაი, დაუმატოთ საკვებს ბერძნული კაკალი (4 ცალი დღეში), 100 გრ. შავი თალგამი 2-3 -ჯერ დღეში. კარგ ეფექტს იძლევა ჭინჭრის, კამის, კვლიავის, ცერეცოს ნაყენი.

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ, 2-3 დღის განმავლობაში, დედის სარძევე ჯირკვლები გამოიმუშავებს არა რძეს, არამედ ხსენს. ხსენი გაცილებით ცხიმიანია, ვიდრე დედის რძე, რადგან იგი ძალინ მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, აგრეთვე ვიტამინებით, ფერმენტებით, ჰორმონებით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელივანია ახალშობილისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში.

ხსენის გამომუშავება რძესთან შედარებით საკმაოდ მცირე რაოდენობით ხდება, ამიტომ, მშობიარობის შემდეგ, მე 4-6 დღეს, ხსენის შეწყვეტის შემდეგ, მოდის დიდი რაოდენობით რძე, სარძევე ჯირკვლები რამდენიმე საათის განმავლობაში მაგრდება, იმატებს მოცულობაში და მტკივნეული ხდება. შესაძლოა ამ მოვლენებმა ტემპერატურის მომატებაც გამოიწვიოს.

თუ დედა მიუხედავად ტკივილებისა მაინც აგრძელებს ბავშვის ძუძუთი კვებას, 1-2 დღის შემდეგ ტკივილის შეგრძნებამ თავისთავად უნდა გაიაროს,.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ტკივილები მკვეთრი გახდა, სარძევე ჯირკვლის ირგვლივ კანი გახდა წითელი და ცხელი, ტემპერატურამ მაღალ ნიშნულს მიაღწია (38 გრადუსი და ზევით) ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს მასტიტის (სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადება) ნიშანიც იყოს, ამიტომ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნავთ შესაბამისი მკურნალობის კურსს.

ამ დროს ბავშვის ძუძუთი კვების გაგრძელება აუცილებელიც კია, რადგან სწორედ რძის ჩადგომა შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის ანთების - მასტიტის მიზეზი.

ბავშვისთვის ძუძუს მიცემა არ შეიძლება თუ ჩირქოვანი მასტიტი გაქვთ და კერტიდან გამოიყოფა ჩირქის წვეთები. ასეთ შემთხვევაში ექიმი დედას როგორც წესი, უნიშნავს ანტიბიოტიკებს. ძუძუთი კვების გაგრძელება კი შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის კურსის დასრულები შემდეგ.

ძუძუს კერტების ნახეთქები

იმის გამო, რუმ ძუძუს კერტების კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, საჭიროა ფეხმძიმობის პროცესში მისი მომზადება კვებისთვის ხაოიანი სუფთა პირსახოცით, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოთ კერტები 1-2 წუთის განმავლობაში.

თუ ამას არ აკეთებთ, ძუძუთი კვების პირველივე დღეებში შესაძლოა გაგიჩნდეთ კერტებზე ნახეთქები; იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, უნდა გამოკვებოთ ბავშვი ერთი ძუძუთი 5-7 წუთის განმავლიობაში, შემდეგ კი მეორე ძუძუთი, ასევე 5-7 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ სპეციალური კრემი, რომელიც ხელს შლის კერტებზე ნახეთქების წარმოქმნას.

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

ყველაფერი ორსულთათვის ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ