კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 22 დეკემბერი 2024 15:51

ფეხმძიმობა და მედიკამენტებიფეხმძიმობის პროცესში, ან პროცესის მოლოდინში, სპეციალისტის მიერ გამოწერილი წამლის მიღებამდე, მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულობისას, მედიკამენტებისადმი თქვენი ორგანიზმის დამოკიდებულება შეცვლილია და ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

მედიკამენტები, რომელიც ადრე სრულიად უსაფრთხო იყო, შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს თქვენი მომავალი პატარასთვის. ამასთან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სრული დარწმუნებით ვისაუბროთ ამა თუ იმ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს.

ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გინდათ მედიკამენტის შეცვლა, ან მისი დამოუკიდებლად მიღება, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

ზოგიერთი მედიკამენტი გათვლილია მიღების მოკლე კურსზე, მაგალითად ანტიბიოტიკებით მკურნალობა სხვადასხვა ტიპის ინფექციების დროს.

ხოლო სხვა მედიკამენტები, შესაძლოა განკუთვნილი იყოს ქრონიკული, ან უბრალოდ ხანგრძლივი დაავადებების სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში კი მედიკამენტების რეგულარული მიღება იყოს საჭირო (მაგალითად არტერიული წნევა ან დიაბეტი).

ზოგიერთი მედიკამენტი, ორსულთათვის აბსოლიტურად უსაფრთხო და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც კია ფეხმძიმობის წარმატებით მიმდინარეობისთვის, ხოლო ზოგი პირიქით, არ არის უსაფრთხო და სრულიად შესაძლებელია სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ამიტომ, ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს, საჭიროა განასაკუთრებული ყურადღება, რათა თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტები იყოს აბსოლიტურად უსაფრთხო.

ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ძირითადი წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია ორსულობის პერიოდში მედიკამენტების მიღების დროს.

 

 დაიცავით თავი იმ ეტაპამდე, ვიდრე მყარად არ გადაწყვეტთ, რომ გსურთ დაფეხმძიმება;

 მიიღეთ მედიკამენტები ზუსტად იმ დოზით და დანიშნულებით, რაც მოცემულია რეცეპტში;

 როცა ექიმი გიწერთ მედიკამენტს და არსებობს ალბათობა იმისა, რომ ფეხმძიმედ ხართ, აუცილებლად აცნობეთ მას ამის შესახებ;

 არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ გამოიყენოთ სხვისთვის დანიშნული მედიკამენტები, თუნდაც ის სხვაც ანალოგიურ მდგომარეობაში (ფეხმძიმედ) იყოს;

 თუ რაიმე გაეჭვებთ და დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;

 

ფეხმძიმობა და მედიკამენტებიგახსოვდეთ, რომ ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის 2-3% სწორედ ჩასახვის და ფეხმძიმობის პერიოდში მედიკამენტების მიღებასთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოს ფარმაცევტული აკადემიის მიერ შემუშავებული იქნა, გამოყენებული მედიკამენტების კატეგორიისა და მათი ფეხმძიმობისადმი უსაფრთხოების შედარებითი სისტემა.

სისტემა შედგება ხუთი კატეგორიის მედიკამენტებისგან: А, В, С, D და X.

А კატეგორია – მედიკამენტები და სხვა საშუალებები, რომელთა უსაფრთხოება ფეხმძიმობის პროცესში დამტკიცებულია. მაგალითად ვიტამინები და თირეოიდული ჰორმონები.

В კატეგორია – მედიკამენტები და სხვა საშუალებები, რომლებიც ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების თანახმად ითვლება შედარებით უვნებლად და რომელთა მიღება შესაძლებელია არსებითი რისკის გარეშე. მაგალითად ანტიბიოტიკები, კერძოდ ისეთები, როგორიცაა ამოქსილინი და ერიტრომიცინი.

С კატეგორია – მედიკამენტები და სხვა საშუალებები, რომელთა კვლევები და ექსპერიმენტები ჩატარდა მხოლოდ ცხოველებზე, გამოკვლევებმა კი უჩვენა, რომ ისინი უარყოფითად მოქმედებენ ნაყოფზე, ხოლო ადამიანებზე ასეთი კვლევები არ ჩატარებულა.

ამ ტიპის მედიკამენტები შეიძლება დანიშნული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო დადებითი შედეგი აჭარბებს პოტენციურ რისკს, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად თეოფილინი.

D კატეგორია – მედიკამენტები და სხვა საშუალებები, რომელთა შესახებ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ რისკს, რომ აღნიშნული საშუალება შეიცავს რისკს ემბრიონის მიმართ.

ამ ტიპის პრეპარატების მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ორსულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველა სხვა მედიკამენტი და საშუალება არ მოქმედებს და უძლურია. მაგალითად ასეთი პრეპარატების რიცხვს მიეკუთვნება ტეტრაციკლინი.

X კატეგორია – მედიკამენტები და სხვა საშუალებები, რომელთა გამოცდამაც ცხოველებზე, გამოიწვია ემბრიონული გადახრები. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რისკი აჭარბებს დადებით ეფექტს და ასეთი პრეპარატები არავიტარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ფეხმძიმობის პროცესში.

ასეთი მედიკამენტების რიგს მიეკუთვნება იზოტრეტინოინი (აკუტანი), რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მძიმე კისტური აკნეს სამკურნალოდ,იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, აგრეთვე ლითიუმი და სხვა.

 

აცრები

 

ფეხმძიმობა და მედიკამენტებიაცრების შემთხვევაში, ისევე როგორც რენტგენოლოგიური გამოკვლევებისა და მედიკამენტების მიღების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

არსებობს ვაქცინები, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა ფეხმძიმობის პერიოდში, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოიტანოს.

ამიტომ, სასურველია ყოველგვარი აცრების დასრულება მოხდეს დაგეგმილ ფეხმძიმობამდე სამი თვით ადრე.

ყველაზე კრიტიკული პერიოდი, როცა აცრებმა შეიძლება ორსულს ზიანი მიაყენოს, არის ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი, განსაკუთრებით პირველი რამოდენიმე კვირა.

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ