კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 22 დეკემბერი 2024 10:16

იმუნური სისტემა

ფეხმძიმობა და იმუნური სისტემაფეხმძიმობა და მშობიარობა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია თითოეული ქალბატონის ცხოვრებაში. ფეხმძიმობის დროს, ბავშვის განვითარება ხდება იმ მკვებავი ნივთიერებებით, რომელსაც იგი იღებს დედის ორგანიზმიდან.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და კვებას, რადგან ძირითადად ამაზეა დამოკიდებული მომავალი პატარას ჯანმრთელობა.

ფეხმძიმობის დროს, შეიძლება ყველაზე უმნიშვნელო გაცივებამაც არასასურველი შედეგი გამოიღოს, ამიტომ თქვენი ამოცანაა არ დაუშვათ იმუნიტეტის შესუსტება ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში.

იმუნიტეტზე პასუხისმგებელია თქვენი იმუნური სისტემა, ეს არის რიგი დაცვითი მექანიზმებისა, რომელიც გამუმუშავებული იქნა ბუნების მიერ, ევოლუცის შედეგად მილიონებით წლების განმავლობაში.

ადამიანის ორგანიზმში არის სპეციალური იმუნური უჯრედები, რომელიც უმკლავდება ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს.

იმუნური უჯრედების დაახლოებით 2/3  ნაწლავებში მდებარეობს, ამიტომ იმუნური სისტემის მწყობრი მუშაობისთვის, ნაწლავებში ყოველთვის უნდა იყოს ნორმალური მიკროფლორა, რაც განისაზღვრება ბიფიდო - და ლაქტობაქტერიების რაოდენობით. ამ სასარგებლო ბაქტერიების საკვებს კი პრებიოტიკები - ბუნებრივი საკვების ბოჭკოები წარმოადგენს.

ზოგადი რჩევები

ფეხმძიმობა და იმუნიტეტი»» იმუნიტეტის შესანარჩუნებლად, მომავალი დედებისთვის რეკომენდებულია რეგულარულად გამოიყენოს პროდუქტები, რომელიც მდიდარია პრებიოტიკებით - საკვები ბოჭკოებით: ხილი, ბოსტნეული, განსაკუთრებით ბანანი, ნიორი და ხახვი, პრებიოტიკებს აგრეთვე შეიცავს სატაცური, ლობიო, ვარდკაჭკაჭა, ლეღვი და ა.შ.

»» ხახვისა და ნიორის რაციონში ჩართვის სასარგებლოდ, წონადი არგუმენტია ის, რომ ამ პროდუქტების შემადგენლობაში პრებიოტიკების გარდა, შედის  ფიტონციდები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ანადგურებენ ან ეწინააღმდეგებიან მავნე ბაქტერიებს.

»» ნიორის სასარგებლო თვისებების სრული გამოყენება შემდეგი მეთოდითაა შესაძლებელი, რამოდენიმე თავი ნიორი უნდა დაიჭრას პატარა ნაჭრებად, მოთავსდეს პატარა ლამბაქებზე და გადანაწილდეს იგი ბინის სხვადასხვა კუთხეებში, ამ შემთხვევაში ფიტონციდები აქტიურად აამოქმედებენ საკუთარ დაცვით თვისებებს.

»» აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები, რომელსაც დაგინიშნავთ ექიმი, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს: შტოში, ლიმონი, ყვითელი გრეიფრუტი და ასკილი შესანიშნავი საშუალებებია იმუნიტეტის ასამაღლებლად და ამავდროულად ზომიერი რაოდენობით უსაფრთხოა ალერგიის თვალსაზრისითაც. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციები მათთან მიმართებაში, უმჯობესია არ გარისკოთ.

»»  იმუნოსტიმულატორებისა სხვა პრეპარატების მიღების წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ფეხმძიმობის პერიოდში არ არის რეკომენდებული იმუნიტეტის შესანარჩუნებლად მცენარეული პრეპარატების მიღება. იმუნიტეტის შესანარჩუნებელ მცენარეული პრეპარატებს (ექინაცეია, ელეუტეროკოკი, ჟენშენი, არალია), მეცნიერების მიერ ბოლომდე შეუსწავლელი, იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების მექანიზმი გააჩნიათ, მათ შორის ფეხმძიმობის დროს. გარდა ამისა არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციები და არტერიული წნევის მომატება.

»» შეეცადეთ ერიდოთ გაციებულ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტს.

»» მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.

»» წლის ცივ თვეებში, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, ატარეთ სპაეციალური მარლის ნიღაბი, კარგია თუ ნიღაბს შეცვლით ყოველ 3-4 საათში.

»» ხშირად დაისვენეთ, დიდხანს იძინეთ, დასუსტებული ორგანიზმი ცუდად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს, გარდა ამისა ძილი დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე, კარგი განწყობა კი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას უწყობს ხელს.

»» რეგულარულად, დღეში 3-4 -ჯერ შეიზილეთ ცხვირის ლორწოვან გარსში ოქსოლინის მალამო (ეფექტურია ჰერპესის, საშიში ჰერპესის ვირუსების, ადენოვირუსის პროფილაქტიკისთვის).

»» ორჯერ დღეში გამოივლეთ ყელში გვირილას,  კალენდულას (თავყვითელა) ნაყენი, ან სოდის ხსნარი.

»» დაიცავით ჰიგიენის ყველა წესი, არ დაგავიწყდეთ გულმოდგინედ დაიბანოთ ხელები ჭამის წინ, ქუჩიდან დაბრუნებისა და ტუალეტის შემდეგ, საყოველთაო მოხმარების ნივთებთან შეხებისა და დაინფიცირებული ადამიანის ნივთებთან შეხების შემდეგ.

ხელები გაისაპნეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ყურადღება მიაქციეთ ხელის მტევნების ყველა მხარეს, თითებს შორის სივრცეს, ფრჩხილებს. თუ ხელების დაბანის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი, ლოსიონი, ან სველი სალფეთქები.

»» რეგულარულად გაანიავეთ სახლი ან ოფისი, ეს ასუფთავებს ჰაერს და არ აძლევს მავნე ბაქტერიებს ჰაერში დაგროვების საშუალებას. სუფთა ჰაერს მინიმუმამდე დაჰყავს ინფექციური დაავადებებით დაინფიცირების რისკი.

»» იგივე მიზეზით, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, ამ დროს ფილტვები ჟანგბადით მდიდრდება, ხოლო ფიზიკური აქტიურობა ნითიერებათა ცვლის სტიმულირებას და იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს.

»» დაალაგეთ სახლი კვირაში 1-2 -ჯერ სუფთა, სველი ტილოს საშუალებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  ყოველდღიური დანიშნულების ნივთებს, როგორიცაა: კარების სახელურები, ტელეფონის ყურმილი, კომპიუტერის კლავიატურა, მართვის პულტები და ა.შ. სასურველია ეს ნივთები გაწმენდილი იქნეს ანტიბაქტერიალური საშუალების დამატებით.

ასეთი დალაგება ძალიან ეფექტურია ჯანმრთელი ეფექტის შესანარჩუნებლად, რადგან მტვრის მოცილებით თქვენ ანადგურებთ მიკრობების დიდ ნაწილს, რომელიც შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით.

»» ისარგებლეთ იონიზატორითა და სპეციალური ჰაერის გამწმენდებით, რომლებიც იცავენ ჰაერს ბაქტერიებისგან.

ფეხმძიმობა და იმუნიტეტი»» ღირს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ფეხმძიმობის დროს, ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი ექიმის გადასაწყვეტია, რომელსაც ბოლომდე ენდობით.

არსებითად პირდაპირი უკუქმედება არ არსებობს, თუმცა ვაქცინის გავლენა მომავალი დედის ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არ არის.

მიუხედავად ამისა,  გრიპის აცრის გაკეთება მომავალი დედისა და ბავშვისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი 9 თვის განმავლობაში, მაინც არ არის რეკომენდებული.

»» ბევრი ქალბატონი იკეთებს მასაჟს ფეხმძიმობის დროს, იყავით ფრთხილად ეთერზეთების (ეთერული ზეთების) მიმართ და შეუთანხმდით თქვენს ექიმს მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რეკომენდაციები გრიპის ეფექტური და წარმატებული მკურნალობისთვის

ინტოქსიკაციისა და მძიმე გართულებების არარსებობის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მკურნალობა შესაძლებელია სახლშიც ჩაიტაროთ.

უმრავლეს შემთხვევაში გრიპი არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის მიზეზს. ქალბატონებს, რომელთაც გადაიტანეს გრიპი ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, სპეციალისტები ურჩევენ ჩაიტარონ უფრო ღრმა გამოკვლევა ულტრა ბგერითი გამოკვლევის, შრატის მარკერებისა და ზოგ შემთხვევაში დიაგნოსტიკის ინვაზიური მეთოდების დახმარებით (16–20 და ან 23–25-კვირებში).

მომავალი დედებისთვის არ შეიძლება:

 თვითმკურნალობა, ამან შეიძლება ნაყოფისთვის გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. ეფექტური მკურნალობა შეიძლება დანიშნოს მხოლოდ სპეციალისტმა. მაშინაც კი, თუ თქვენ, ან თქვენს ახლობლებს სამედიცინო განათლება გაქვთ მიღებული, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას და საქმის კურსშია მის მიმდინარეობაზე.

 სიცხის დამწევი პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. ზომიერებაა საჭირო და არ შეიძლება დიდი რაოდენობით ჩაის მირთმევა ჟოლოსთან ერთად, ამ კენკრამ, შესაძლოა მუცლის მოშლის პროვოცირება გამოიწვიოს.

 ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, ცხელი შხაპის მიღება, ძალიან ცხელი ინჰალაცია ბალახებისა და ეთეროვანი ზეთების გამოყენებით. ეს ყველაფერი შესაძლოა მუცლის მოშლის საშიშროების მიზეზი გახდეს.

 დაავადების ფეხზე გადატანა, უმჯობესია იმკურნალოთ წოლით რეჟიმში დაავადების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სვარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში.

გრიპის დროს აუცილებელია

იმუნიტეტი და ფეხმძიმობა დაიცვათ წოლითი რეჟიმი, მიიღოთ ვიტამინები და სვათ რაც შეიძლება მეტი თბილი სასმელები: ლიმონიანი ჩაი, შტოშის მორსი (წოწოქურა), ასკილის ნახარში, თაფლიანი რძე.

სასარგებლოა აგრეთვე ტუტეთი გაჯერებული მინერალური წყლები-ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით.

ძლიერი სურდოს დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას სუფთა ზღვის წყლის სპრეი ან წვეთები.

 ყელზე იმკურნალეთ სხვადასვა ბალახის ნახარშების (რომელთაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნიათ), თბილი წყლისა და თაფლის ხშირი გამოვლებით.

 გულმოდგინეთ შეასრულეთ ექიმის ყველა რეკომენდაცია და ყოველგვარი პრეპარატი (წვეთები, ფხვნილები, აბები და ა.შ), მიიღეთ მხოლოდ მისი დანიშნულებით.

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ