კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 22 დეკემბერი 2024 10:20

ფეხმძიმობა და კბილებიფეხმძიმობამ შესაძლოა ქალის იმუნიტეტის შემცირება გამოიწვიოს, ამიტომ მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კბილების მდგომარეობას.

ამ დროს ხომ უფრო მეტად, ვიდრე არასდროს, კბილებს ემუქრება მავნე ბაქტერიების ზემოქმედების საშიშროება.

ამას გარდა კალციუმისადმი ორგანიზმის მაღალი მოთხოვნილობის გამო, ფეხმძიმობის დროს კარიესი ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციებში.

რით არის საშიში კარიესი ფეხმძიმობის დროს

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია აღკვეთილი იქნას კარიესის განვითარება ორსულობის პერიოდის დროს.

 კარიესით დაავადებული კბილები ნოყიერი ნიადაგია ინფექციების განვითარებისთვის, რამაც შესაძლოა ფეხმძიმობის სერიოზული გართულება გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ნაყოფის განვითარებას.

 მიმდინარე კარიესმა, შესაძლოა პულპიტი (კბილის ნერვის ანთება) და პერიოდონტიტი (კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთება) გამოიწვიოს, ამან კი აუცილებელი გახადოს კბილის ნაწილობრივი, ან სრული რესტავრაცია.

ეს პროცედურა კი არ არის სასურველი ორსულობის დროს.

უსაფრთხოა თუ არა ანესთეზია

კბილები და ფეხმძიმობაბევრ მომავალ დედას აწუხებს გაუტკივარების საკითხი კბილის მკურნალობის დროს.

არსებობს უსაფრთხო ანესთეტიკები (საანესთეზიო საშუალება) - ულტრაკაინი და უბისთეზინი.

ეს პრეპარატები ეფექტურად აყუჩებს ტკივილს და აბსოლიტურად უსაფრთხოა მომავალი ბავშვისთვის.

ფეხმძიმობის დროს უსაფრთხოა კბილის დაპლომბვაც (დაბჟენა).

სტომატოლოგთან ვიზიტი

სტომატოლოგთან ვიზიტისამწუხაროდ ყველა მომავალ დედას არ შეუძლია იამაყოს ჯანსაღი კბილებით.

თუ ვერ მოასწარით კბილების მკურნალობა ფეხმძიმობამდე (რაც სასურველი და რეკომენდებულია), შეეცადეთ გააკეთოთ ეს პირველ ან მეორე ტრიმესტრში.

სასურველია, თუ ფეხმძიმობის პერიოდში სტომატოლოგთან კონსულტაციაზე და პროფილაქტიკის მიზნით სამ თვეში ერთხელ დაგეგმავთ ვიზიტს.

ეს დაგეხმარებათ საღი და ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში.

კბილების ფტორირება

კბილების ფტორირებაკბილების ემალის შენარჩუნებისა და გამაგრების მიზნით, ექიმების მიერ რეკომენდებულია კბილების ადგილობრივი ფტორირება.

ეს შესაძლებელია ხსნარებითა და ლაქის საშუალებით, რომლებიც შეიცავენ ფტორს. ეს საშუალებები ეფექტურია და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს ორსულთათვის.

ეს პროცედურა უზრუნველყოფს კბილებიდან ბაქტერიების მოცილებას, ხელს უწყობს კბილების ზედაპირის გამაგრებას და აძლიერებს კბილების გამძლეობას მჟავე გარემოს მიმართ.

ფტორირება ფეხმძიმობის დროს დასაშვებია და არ არის საზიანო.

კბილების რენტგენი

კბილების რენტგენიორსულობის პერიოდში თავი შეიკავეთ რენტგენოგრაფიული გამოკვლევისგან, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ პერიოდში.

თუ რენტგენის გადაღება მაინც აუცილებელია, უთხარით სტომატოლოგს, რომ ფეხმძიმედ ხართ და იგი მოძებნის გამოსავალს, კერძოდ ჩაგიტარებთ რადიოვიზიოგრაფიას.

რადიოვიზიოგრაფიის აპარატით ჩატარებული კვლევა, შეიცავს დასხივების მინიმალურ რისკს რენტგენოგრაფიულ კვლევასთან შედარებით.

თუ კომპიუტერულ ვიზიოგრაფია არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ სტომატოლოგი გამოიყენებს სპეციალურ დამცავ ეკარანს (ფართუკს), რათა დასხივების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

კბილების გათეთრება

კბილების გათეთრებაარსებობს კბილების გათეთრების პროცედურები, რომლის დროსაც სტომატოლოგი, კბილებზე ნადების მოცილებას უზრუნველყოფს სპეციალური გელის საშუალებით.

გამათეთრებელი გელები და ელექსირები უსაფრთხოა როგორც ფეხმძიმე, მომავალი დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

გახსოვდეთ, რომ ვიდრე დაჯდებით სტომატოლოგიურ სავარძელში, აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ ორსულად ხართ.

ასეთ შემთხვევაში, იგი არ გამოიყენებს თქვენი კბილების გასათეთრებლად ულტრაბგერით მეთოდს, რომელიც არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.

კალციუმის მიღება

კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის, მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში.

ამიტომ თქვენს რაციონში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს რძე, კეფირი, ხაჭო, იოგურტი, ყველი და სხვა კალციუმისშემცველი პროდუქტები.

თუ უკვე იღებთ ექიმის დანიშნულებით მულტივიტამინურ დანამატებს ორსულთათვის, გაარკვიეთ თქვენს ექიმთან, უნდა მიიღოთ თუ არა კალციუმი დამატებით.

კბილების ჰიგიენა

კბილების ჰიგიენაპირის ღრუს ჰიგიენა, ჯანსაღი კბილების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

კბილების გაწმენდა აუცილებელია დღეში მიმიმუმ 2-ჯერ, საერთოდ კი რეკომენდებულია კბილების გახეხვა და პირის ღრუს გამორეცხვა (გელი, სავლებები), ყოველი ჭამის შემდეგ, რათა კბილებს შორის არ დარჩეს საკვების ნარჩენები (კბილის ძაფი).

მიზანშეწონილია კბილის ჯაგრისის გამოცვლა მინიმუმ სამ თვეში ერთხელ.

თუ ყველაფერ ამას გაითვალისწინებთ, თქვენი კბილები მუდამ სასურველ ფორმაში იქნება და ყოველთვის შეგეძლებათ თავი მომხიბვლელი ღიმილით მოიწონოთ.

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ