კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:15

 

 

 

აი, ქიზიყი, ბასტიონი სამშობლოისა,

გულით უდრეკი, მაგრამ მუდამ მრავალტანჯული.

ზედაშის კულტით საესავი ყველა დროისა,

ხალხიც უწმინდეს სალოცავზე ჰყავს მიჯაჭვული.

ელიის მთიდან ხარბი მზერით რომ ვიხედები,

ეს მთაც ამ კუთხის უძველესი რწმენის ხატია,

ერთმანეთს მიჯრით ენაცვლება ტურფა ხედები,

თითქოს ნიკალას ჯადოსნურ ფუნჯს მოუხატია.

მოსჩანს მიდამო ღვთის სამოთხედ სათვალთვალები,

კავკასიონზე მოელვარე თოვლის საბანი,

აქ დაეხუჭა წმინდა ნინოს ნუკრის თვალები,

ანგელოზთაგან ვაზის ცრემლით ჩამონაბანი.

გაქვავებულან ხორნაბუჯზე ჟამთა ჰუნენი,

კამბეჩოვანზე გადავლილა წლების მარულა,

ო, რა გმირობებს ინახავენ საუკუნენი,

რაც ისტორიის მრუმე მტვერით გადაფარულა.

მიწად ქცეულან ვალმოხდილი ქიზიყელები,

უხორცოსავით უშიშები ბრძოლის ველზედა,

მათ გუგუნს ექოს მისძახოდნენ, მთები, ველები,

"არ გაიხაროს, რომ მღეროდნენ მტერმა ჩვენზედა."

სულ იღორძინე, იმზეგრძელე, იხარე ჭერო,

მომხვდურის თვალწინ აჯაგრულო ლომის ფაფარო,

ქიზიყო, ქვეყნის კბილით მჭერო, სისხლით ნაჯერო,

სამოთხის კარო, რკინის ფარო მზით დასაფარო.


ლექსები კახეთზე  • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ