ხეს ყვავილობა უხდება, ალაზანს - ზვირთთა დინება ველს შვენის აზურმუხტება, ჯეჯილს კი აბიბინება. მინდორში რკინის ხარია... - "მე ქავთარაძე გახლავარ, შირაქში გამიხარია. პურის ალალი მარცვალი ცვარია ყანის მსახური, სეტყვაა დედინაცვალი. თავთუხი არა-გვიანი კალოზე ოქროდ დახვავდეს ხორბალი ბარაქიანი. ჩემი აღთქმული პირობა, შირაქმა მომცა დოვლათი სამშობლომ - შრომის გმირობა." გულს დარდი არ ამძიმებდა. წინ გაზაფხული კაშკაშით მზის სხივებს ამციმციმებდა. |