კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:49

 

 

 

მზეზე ელავდა ივრის ჭალები,

რკინით ნაქსოვი შენი მხარტანი...

ოფლად გაღვრილი, რთველში, ჯალაბი...

შენი აკრული მახსოვს ხარდანი.


არსად შეგშლია რიგი და წესი,

ცის ნამი, მიწის მადლი გებაროს...

თონე ახურე,

კაფე და თესე,

სიბერე, დაღლა არ მოგეპაროს.


ჯვარი გიზიდავს, ხმალი გჭერია,

უკვდავებამდე ივლი ასევე...

ივარგე, კვლავაც შენი ჯერია,

ემატე მამულს და აღაზევე.


შენ ხმაზე, დიდმა მთებმა იჭექონ,

დაიძარ, გომბორს ძირი უძარი,

რომ ვერასოდეს გადაგიჯეგონ,

წინაპრის ბუდე და ნაფუძარი.

 

ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ