კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:49

 

 

 

შემომეფეთა ალაზნის ველი

და რომ შევხედე დანამდვილებით,

გულმა ოცნებით წაიბარბაცა...

ზევით ახმეტა, ძირს ბახტრიონი...

დამდგარან მთები, ვით მაყრიონი,

უმღერენ კახეთს - უკვდავ პატარძალს,

და ადგილიდან ვეღარ იძვრიან

მისი სიტურფით დაბნედილები...

უცბად გადმოსკდა მთებზე მზის წყარო,

ვით საფერავის წითელი ღვარი,

შენ მომენატრე, დაუვიწყარო...

და წამოვიდა ლექსის ლიღარი...

ვით ლხინის სუფრა აუკეცელი,

ოქრონაწური შხეფებით სველი,

ისე ბრწყინავდა ალაზნის ველი...

წამით არწივმა დაჰფარა ფრთებით...

მეც ისე ვიდექ, როგორც ის მთები...

 

ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ