მომნატრებია მისი ცის ქვეშ ლაღად გამოზრდილს, შემოჩვეული მონატრების სევდა მახელებს, ფიქრმორეული გავუყვები ალაზნის ნაპირს, უცხოს და ნაცნობს, გულში ვიკრავ ჩემს თბილ კახელებს.
ძველი ჭადარი წლებს ფოთლებად ააშრიალებს, ცივგომბორიდან მონაბერი სიო დაბერავს, მყუდრო ეზოებს სულს ჩაუდგამს, აახმიანებს.
ნიჭს დათმენის და ჭირში გატანის, რამ დაუძველოს ლხინი, პურ-ღვინო, ან სიხარული ჭერში ატანის.
გამხდარა ჩემი სუნთქვა, სულის გადასახედი... გმირობისა და რაინდობის თბილი აკვანი, უფლის ხატივით მირონცხებული, ჩემი კახეთი!.. |