ყანა კახური, ათქვირებული, და ყამირები ყარაიისა; ვაზი თორმეტი ფურის ნაწველი, დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
თაფლი, ხეებზე ჩამოღვენთილი, ბროწეულის ტყე წყაროებითა; ცა - არწივების კლანჭით გარტყმული,
ნაციხარები ქვასისხლიანი... მხარე - ნათხარი საძირკველების; მხარე - სარკინე ფალავნებისა,
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა, ფერფლი ლერწამის ნაცარივითა... |
ლექსები კახეთზე • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |