კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:57

 

 

 

გეხვეოდი, ლამის ტრფობამ დაგვახრჩო,

ტყეში შურთხმა თუ დააფრთხო მთვარე,

ივრის პირას ვკრიფეთ თეთრი ყაყაჩო

და გომბორზე გავათიეთ ღამე.


ტანზე იის სამოსელი გემოსა,

ფერხთ გეფინა ძოწეულის ფარჩა,

ვით აღლუმში გამარჯვებულ ცხენოსანს,

არ მელოდა სიყვარულის ჯვარცმა.


გზად მიმავალთ მტერი გადაგვეყარა,

რა ყოფილა, ეჰ, მუხთალი ბედი,

გაგიტაცეს და წაგართვეს ქვეყანა,

მეც გადმომწვდნენ, გამიჩეხეს მკერდი.


გული მოკვდა... ნეტავ ვინ გამიმეტა,

ვისი საყდრის გახვევია მრევლი.

შორს მიმავალს რა მიმყვება იმედად?

მხოლოდ წყვილი მარტოობის ცრემლი...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ