მთვარე შრიალებს ფიჭვივით დაუსრულებელ ოხვრაში, ამოდის კოხტა ბიჭივით ცისკარი ახალ ჩოხაში. ვინ არის მისი მკერავი? ეს გული ვიღამ დასხლიტა, ბურთივით გაუთქერავი? მაჩქეფე თავზე მირონი; დალაგდნენ ლექსის ჯიქნებად ეგ შენი სანაპირონი - აბრეშუმისა ბადითა, შენს ვენახებში სუფრები ჩონგურითა და მწვადითა; აცვია თითქოს ჩითები; დილა, რომელსაც ნისკარტით ეზიდებიან ჩიტები... არხზე წისქვილი პატარა; შენმა ტინებმა სიმაგრე ლექსებში გამომატანა! ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი, თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს, გავხდები შენი ვაჭარი! დაუსრულებელ ოხვრაში; ამოდის კოხტა ბიჭივით ცისკარი ახალ ჩოხაში... რძით გავსებული ტაგანი... იორზე ვმღერი წნორებთან, ერთი იმ წნორებთაგანი! |
ლექსები კახეთზე • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |