უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ, უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, - თელავის ციხის ყუდროში ერეკლე ჭადრაკს თამაშობს... სამეფო თოვლში ჩაფლულა, თოვლში თეთრდება კახეთი, თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად... სოლომან - მარჯვედ დახვდება, სიცილით ჰკადრებს: "ბატონო, ქიშისგან მეფე არ კვდება!" ულვაშში ჟღალი უხდება: "არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე, ქიშისგან მეფეც სწუხდება, ლეკის და სპარსის ჯიშისგან, შავღონდი, ჩემო მსაჯულო, ყოველის მხრიდან ქიშისგან!" თონეში შოთებს აკრავენ, ძირს თოვლი სისხლით შეღებეს - სამზადის კართან ტახს კლავენ. რაც ლეკს კისერი სხეპეო, რამ შაგაღონა, - სახელი შენი მთელ ევროპს ვყეფეო... ვეღარ გვაკადრეს აკლება, ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ, სპარსიც გვიბედავს ნაკლებად"... უცბად ჩოჩქოლი შეიქმნა, "შესდექო!" - მეციხოვნეთა გუნდი ერთ მუშტად შეიკრა, ეს ვინ მოვარდა, ვინ არი? თელავის ციხის კარზეა კაცი ცხენდაცხენ მყვირალი. - ვინ ხარ? - შილდელი გლეხია, საბუეს, შილდა-ენისელს ლეკს გლეხი წაულეკია... სოლომონს - ტყავქვეშ აცვია, შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო, ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია... ცხენს მეფე გრემში გამოცვლის, დაბადებიდან სამოცის მორიგე ლაშქარს წამოშლის: - შილდისკენ! ენისელისკენ! - გააფთრებული გამოსცრის...
ივრის იქეთ და აქეთი სამეფო თოვლში ჩაფლულა, თოვლში თეთრდება კახეთი, თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად. მტერი - ყოვლის მხრით მრავალი! ღმერთო, დალოცე ლაშქარი ერაკლეს დროშით მავალი! ხმალო, შენ უნდა მიშველო, უბრალო, რიგით სპასავით, მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო! თითზე კბენანი რაღა დროს?!. წყეულიმც იყოს, - შევძახებ, - შენს სულს, შენს ხმალს და შენს სახელს ვინც საყვედური აკადროს! |
ლექსები კახეთზე • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |