(საგარეჯოში გაგონილი)
ნინოობა დღეს თითქმის უცვლელად ამ გზებზე ქარნი ქრიან ძლიერნი. იფარებიან გზები ბურუსით, თითქოს... რაღაცას მოელიანო... ცას შეავედრებს დათოვლილ სოფლებს, - ნათელი რამე გზაზე დგებაო: ბოდბედან თვისი კაბის შრიალით, ამბობენ, ნინო მობრძანდებაო. |
ლექსები კახეთზე • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |