იყო მუდამ ასეთი: დუშმანს პირველ ხვდებოდა აჭარა და კახეთი. ქვეყნის პირველ ძახილზე სცემდა ბრძოლის ნაღარას, ორი გმირი ქართველი, - კახეთი და აჭარა. - საქართველო იქნება, მზე ქართული არ ჩავა! - სისხლდაცლილნი იძახდნენ კახეთი და აჭარა. - რა ვარამსაც ვზიდავდით, რა ჭირსაც ჩვენ ვიტანდით, - ამბობს ტაო-კლარჯეთი, ამბობს ფერეიდანი. სხვა საშველი არ იყო, მტრის ხმლებს მკერდებს ვახევდით, ჩვენ - კედლებად დამდგარნი, აჭარა და კახეთი! ძმებო, ქუხდეს მარადჟამს კახეთიც და აჭარაც: - საქართველო იქნება, მზე ქართული არ ჩავა! |
ლექსები კახეთზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |