კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:44

 

 

 

- ოჩოპინტრეე! ოჩოპინტრეე! ჰაიტ, შე ეშმაკის ნაჭლიკარო,

ბახუსი რო ჩამოივლის, მარნებში რას დაჯირგალობ.

ღვინო გწყუროდეს - წყლად გექცეოდეს,

პური გშიოდეს - ქვად გექცეოდეს.

ისე ამ ჩემმა სიტყვამ იხაროს, შენ ქართველურად არ იქცეოდე.

ბიჭო, რად არცხვენ იმათ დიდებას,

ვინც საქართველოს მაღლა მიაფრენს,

რა პასუხს აძლევ ვაზის მინდიებს -

პატიოსან და მამაც წინაპრებს -

- კახეთო, ჰაი, კახეთო, კახეთო - დევის მარანო.

შენი ალალი შვილები, ვინა თქვას, არ მიყვარანო.

მაგ ღვინითა ხარ ძლიერი, მაგ ღვინითა ხარ მაგარი,

ყველააზე კარგი მომლხენი, ყველაზე კარგი მაყარი.

კახი-ფეხქალამნიანი, გალომებული, უტეხი,

მტრისა არ შეგშინებია, ათასებს ერთი უდექი.

აგრემც ხარობდეს, ჰყვაოდეს, ეგ ვაზის ძირი ბებერი,

კაცი არ დაბადებულა ჯერ შენი შემშინებელი.

შენთან ქეიფობს ბახუსი, ქართულად მღერის ბახუსი,

ღმერთს სული მისდის კახურში? - დაუსხი, ბიჭო, დაუსხი!

კახეთო, ჰაი კახეთო, კახეთო - ოქროს მარანო,

ფარსაგად იყავს, შვილოსან, ე მანდ თავს რამე არ ავნო.

კახეთს - დევის მხარბეჭიანს,

კახეთს - ვაზის გვირგვინოსანს

მრუდე სიტყვას უბატონოდ ვინ შებედავ, ვინ შვილოსან,

მაგრამ...

ოჩოპინტრეე!

- ოჩოპინტრეეე! ჰაიტ, შე სამგლე ოჩოპინტრე,

შენი ღვინითა ვარ მოწამლული, დამაცა, ერთი მოვჯობინდე!

 

ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ