იმ ღამეს მაინც... შენს შავ თვალებში ხტოდნენ ჭინკები და ვარსკვლავები. მე ლაფში ჩამრჩა ჩემი კამეჩი და შენი ეზოს ბარდში გავები.
მაგრამ ვინ იყო ჩემი გამგები, შენს შეიმალე აივნის ჩრდილში და მომიქსიე ავი ძაღლები.
ნაწნავის ბოლო პეშვით დაფშვენი და, გაწბილებულს, გადმომყვა ბნელში შენი თვალები და მამაშენი.
ძლივს ავარიდე ხმელ კომბალს კეფა... და ახლაც მესმის შენი სიცილი და გაანჩხლებულ ძაღლების ყეფა. |
ლექსები კახეთზე • • • ![]() |