გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი...
იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი. თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე. სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი,
„დაეწი, ალზორა“, და მიჰქრის მწევარი. ალაზნის ველი სჩანს. დილაა მზიანი. გარშემო ბურია ღამენათევარი. |
ლექსები კახეთზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |