ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი, ტყეები გადიყირმიზა, ენკენისთვეში მთებიდან ისმის ყვირილი ირმისა. ყორან-მთას, ყარაიასა? სახუნდარიდან მარეკი გულში გაარტყავს ტყვიასა... მთაში ნასუქი ღიჭითა; ქაფსა ჰყრის გადაკაწრული ეკლებითა და ხიჭვითა. იალაღების მწვანესა, მოამტვრევს რქების ლაწანით ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა. მორბიან თავდაყირანი... ხარი ფურს ეძებს ღრიალით, მე - სიყვარულსა მყვირალი! გეშს ვიღებ ნიავქარზედა, მაჩვენეთ ჩემი ოცნება, რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა! გულში რაც გადაირაზა, შევყვირებ, როგორც ირმები ჰყვირიან ყარაიასა! |
ლექსები კახეთზე • • • ![]() |