დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა, გასტანოს, ძმებო, ჩვენ სიკვდილამდე ამ სიყვარულის ლექსის გუჯარმა. ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა. დღესაც ქვითინით სტირიან ცაში ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა. ჩვენთვის აკაკის მღერის "სულიკოს“. ჩვენც ხომ იმისთვის გვყოლია სატრფო, რომ ისიც ასე დაკარგულიყო. სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენ სამებას, მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური და სათითაოდ ენა დაგვება. მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს, დაქალებული ვეფხვიც ეგ არი, ბეწვის ხიდიდან სამოთხე ვნახეთ. იორი ჩქეფით ოცნებას არწევს. გამოვა წამით გომბორზე მთვარე და გორგასლანი ხმალით გადაწევს. |
ლექსები კახეთზე • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |