ვნახე კახეთი, დაღარული შრომით მარჯვენა, სივრცეს გავხედე და ვიგრძენი ქვეყნის გაჩენა... ვენახების ასომთავრული, ლერწზე ეკიდა სიყვარულის ცეცხლი ფარული. ალაზანი დინჯად დუდუნებს, ვხედავ გუმბათებს და მწვერვალებს მზით დახუნძლულებს. |
ლექსები კახეთზე • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |