საღამო მოდის, როგორც მთაში მგზავრი ურჯულო, შავი ნაბადით და ყაბალახით, მინდა ამ ღამეს მიწა ვიგრძნო და ვეჩურჩულო, ვწოვო ბალახი. და გვიგზავნიან თეთრ ანგელოზებს, შემოხვევია გომბორს ნისლი - ჩვენ - ოცნება საქართველოზე. ეხლა კი ვყრივართ ცის ქვეშ, კალოზე, თუ სადმე ყვირის ნატყვიარი მკერდით ირემი, ღმერთო, დალოცე. ღვინით სავსე მოდის მათარა, მთვარეა - როგორც გატენილი ძროხის ცურები, ცა კი პატარა. და ტანს გვიმძიმებს ნაბადივით ღამის ბეწვები, განშორებისას თითქოს გული ფარულ ტიროდა - მშვიდობით, ძმებო, ვერ დაგვეწევით. ხოხბის ბუდობას გადმოსძახა სადღაც მამალმა, ღმერთო, უშველე თუ დაჭრილი სადმე ირემი ღამემ დამალა. |
ლექსები კახეთზე • • • ![]() |