ჩარდახიანი დგანან ურმები, კამეჩი კამეჩს ლანდით აშინებს. გამოუცლიათ ღვინის რუმბები ხატობას მოსულ ვაჟას აფშინებს.
და სიყვარულის დასხმია რეტი. სურს მოიტაცოს ეს ალავერდი - ბარში დაბმული ტაძარი მტრედი.
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა; დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე, თუ დაღამდები, არ გაგათენა.
მთვრალი ფარეხი ღამენათევი, თითქო მინდიას სუფრა გაუწყვეს, გველის მჭამელი დევს აწევს დევი.
ცეცხლს მიჯდომია ქისტი ჯამბაზი, ხალხიც ისეა აქ არეული, როგორც არღანი და მუხამბაზი.
თეთრი ტახისა და თეთრი ბატის; მღერის ახალი დედას ლევანა, ხმა ალავერდის საძირკველს ჩადის.
ეხლა კი სეირს უნდა უყურო; დაუთოკია სიკვდილის წელკავს სვეტზე მიბმული კურატი კურო.
ამდენი ხალხი და ჯამაათი. შესმენ ალაზანს, ღვინოთ თუ მოვა, და ახლა კიდევ, ჭამა თქვი მათი.
შენ ბარაქიან და რძიან ცურებს, ღრუბელი ცაზე მიაგავს კამეჩს და კამეჩივით ღამე მისცურავს.
კაცი ამ ბოლში თვალს ვერ გაახელს. ირემი ირემს ბალახს მიაწვდის, სავსე ღვინის ჯამს - კახელი კახელს.
და ჩარდახიან ურმების მორევს. ვაჟა-ფშაველა უქებს ხელობას ჯიხვის შაირით შესცვლის მეორეს.
ბესიკის გაფი და საათნოვა, კიდევ ბევრია ლხინის საბაბი, ახლა კახეთში რთველი შემოვა.
ქვეყნად რომ არვის დავეჯაბნებით, ალავერდიდან მოვალთ ალავერდს სავსე ცხოვრების დიდი ჯამებით. |
ლექსები კახეთზე • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |