კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:42

 

 

 

ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა,

სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი.

მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ,

მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!


რა ლამაზია ეგ დასაწვავი,

რა უშფოთველი და სამოთხური...

შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,

გდია ჭალებით გარშემორტყმული,

აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი,

ცა - დაკეტილი მთების სარაზით...


და მაშ, რა არი აქ გასაკვირი,

რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით!


ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ