ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით. ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში. და უსათუოდ შენ მაგონდები!
ჩუმად კოცნიან ჯამებს ცარიელს და დალოცვილი კახური ლხინი მიყვება კახურ მრავალჟამიერს.
დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა; ვივუარე და ვეება ყანწი დამიზნებული თოფივით ამცდა.
შავი მტევნები რა რიგ მენება!... შემომახტება როგორც ფოცხვერი, დარდიან გულზე შენი ხსენება.
შენი ლამაზი თვალი შვენოდეს, შეიფერებდი ყველაზე უფრო ამ უდარებელ კახურ შემოდეგს.
ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს, და დალოცვილი კახური ლხინი მიყვება კახურ მრავალჟამიერს... |
ლექსები კახეთზე • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |