კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 14:01

 

 

 

როდესაც ასე ახლოა გრემი,

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, 

რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით 

რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.


და თუმცა გრემი არის დაღლილი, 

არის ბებერი და დანგრეული, 

მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, 

როგორც საყვარელ ქალის სხეული.


მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს 

სახეგაპობილ ტაძრის ალმური, 

და ვიცი ახლა რად მიყვარს ასე 

ვაზიც, ჩუქურთმა და სალამურიც.


მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს, 

და ყველაფერი მგონია ჩემი 

როდესაც ასე ახლოა გრემი, 

როდესაც ასე ახლოა გრემი.

 

ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ