კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 15:16

 

 

 

ვით სპილო არ მწამს სპილოდა,

თუ აღარა აქვს ხორთუმი, -

ისე კავკასი კავკასად,

თუ არ ექნება ბათუმი!


ჭოროხი ჩვენს ძველ დიდებას

წაიღებს, შავ ზღვას შერთავსო,

თუ დაგვეკარგა ის წყალი,

ჩვენ „ვაის“ „უის“ შერთავსო!


ზედ იალბუზზედ შემდგარი

ქართლოსი ამბობს ამასო,

და როს იქნება - შვილებმაც

ერთხმად მივსძახოთ მამასო!..

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ