ჯერ არ დამცხრალა ჯიუტი ომი დაუდგრომელი, ქარივით მკვეთრი და ატორტმანდა ჩვენი ბათომი, მწვანე ბათომი მაისის ხვედრი.
უცქერს, ქალაქო, შენს ნოხურ ბაღებს; იისფერ ზღვაში მზე ჩამავალი ძველებურ ლხენით თვალს ვეღარ აღებს.
სძინავს ზარბაზანს ძლიერი ძილით, მაგრამ ართვინის მტვერიან გზაზე ახალი ურდო მოდის სიფრთხილით.
რომ გადალაქოს ჟანგისფერ მტვერმა. მას უკან დარჩა უკვე ჭოროხი და მოაღწია საზღვრებთან მტერმა.
წამი, რომელიც ძვლებს დაახვავებს. უკვე შეირხა ზღვასთან ლერწამი, ბათომის ცაზე მე ვუმზერ ყვავებს.
გაშალეთ მზეზე კრიალა ხმლები, ან დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა, ანდა ბათომთან დავტოვოთ ძვლები.
გამარჯვებისთვის ადრეა ტაში. ჩვენ დავიბრუნებთ ბათომის კარებს, მწარე იქნება ჩვენი რევანში. |
ლექსები ბათუმზე • • • ![]() |