კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:58

 

 

 

მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი:

ზღვა, მაგნოლია და სექტემბერი...

ჩვენი მეზობლის ძაღლი- ბებერი -

კვლავ თავის ძაღლურ ფიქრში გართული.


ხაოიანი ლეღვის ფოთლები

ქარს ამშვიდებენ, ზღვიდან მობერილს,

შუა ეზოში დგას პატეფონი

და ფირფიტაზე წევს "ტრიფონ ბერი".


ქვითკირის ღობე... სველი მავთული...

კიტრიან ბოთლში ჭაჭის არაყი...

ჩემი ბავშვობის წმინდა ქალაქი -

მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი.

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ