შენს ქუჩებში ფეხაკრეფით დავდივარ, შენით ვლაღობ, ვთამადობ და ვთამამობ, სიყვარულში მეც შენსავით ნაღდი ვარ, სიმღერის და პოეზიის ქალაქო.
შენს სიყვარულს მხოლოდ ქალთან ვღალატობ. თუ ეს გრძნობა არაერთხელ მწვევია, ისევ შენით, ლურჯთვალება ქალაქო.
ვთამამობ და შემოქმედთან ვკამათობ. სიყვარულის მომღერალი ბარდი ვარ, კვლავაც შენით, ოცნებების ქალაქო.
ტკივილების ერთადერთი მალამო. შენს მეოხედ, შენს მეხოტბედ მიგულე, შენდობის და მიტევების ქალაქო.
ერის სიბრძნევ, სიწმინდევ და ამაგო, გრძნობა შენი ჩემთვის ყველაფერია, ლოცვავ ჩემო, ჩემო ბათუმ-ქალაქო. |