ნისლში ცურავენ ციურ ტივებად სილუეტები ჩემი ბათუმის... მე აქ, ერთადერთს, მეპატიება ზღვის მშფოთვარ სულში ხელის ფათური.
სანაპიროზე განმარტოება, ჩუმი მოწყენა და ატირება, დამტვრევა ობოლ პალმის რტოების.
ცურვით მიპარვა სიზმრიან გემთან, მეზღვაურების და მატროსების გაკვირვებული თავმოყრა ჩემთან.
გახდომა ვინმე ლოთის სათრევად... ჩხუბი, თავშეყრა უცნობი ხალხის, ზღვისპირა ბაღში ღამის გათევა...
სინანული და ცრემლები გზაში და, მზის ჩასვლის ჟამს, თავის დახრჩობა შემაშინებლად მღელვარე ზღვაში...
ნისლში ცურავენ ციურ ტივებად, შენზე ფიქრით ვარ ახლაც გართული... მითხარი: მართლა მეპატიება?! |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |